"ადამიანი ციხეში პანაშვიდივითაა – ყველა მომსვლელი რომ გახსოვს"

"ადამიანი ციხეში პანაშვიდივითაა – ყველა მომსვლელი რომ გახსოვს"

თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა მისი მისამართით გაკეთებული განცხადებების გამო "თავისუფალ დემოკრატებს" მადლობას უხდის.

"წმინდა ადამიანურად მინდა მათ მადლობა გადავუხადო განცხადებებისთვის. ადამიანი ციხეში პანაშვიდივითაა – ყველა მომსვლელი რომ გახსოვს, ანუ ყველა მნიშვნელოვანი თუ უმნიშვნელო განცხადება, იქნება ეს რიგითი ადამიანის თუ პოლიტიკოსის მიერ გაკეთებული, ყველა სიტყვა, ჟესტი გამახსოვრდება და სხვა ფასი და ემოციური წონა აქვს, ამიტომ გულწრფელად მინდა მათ მადლობა გადავუხადო, ისევე როგორც ყველას, ვინც თუნდაც ჩემი პერსონალური პრობლემით შეწუხდა", - განაცხადა გიგი უგულავამ გადაცემა "არჩევანში".

დედაქალაქის ყოფილმა მერმა "თავისუფალ დემოკრატებთან" "ნაციონალური მოძრაობის" თანამშრომლობის შესაძლებლობის შესახებ დასმულ შეკითხვასაც უპასუხა და განმარტა, რომ "ბევრ შესაძლებლობას იძლევა ოპოზიციურ პარტიებში არსებული განცდა, რომ ივანიშვილი პრობლემაა და ხელისუფლებას უნდა ჩამოშორდეს".

"რაც შეეხება თანამშრომლობას, მე ვფიქრობ, რომ ნელ-ნელა ოპოზიციური პარტიები და ამ შემთხვევაში პრორუსულ ძალებს არ ვგულისხმობ, მათთან ჩვენი თანამშრომლობა შეუძლებლად მიმაჩნია, ხვდებიან, რომ დღეს ივანიშვილი არის ერთადერთი, ამ წუთას დაუძლეველი, მაგრამ დაძლევადი პრობლემა, თუ ჩვენ, ყველა ჯანსაღ, ევროპულ პოლიტიკურ ძალას გვექნება კოორდინაცია ანუ განცდა იმისა, რომ ივანიშვილი არის პრობლემა და ის ხელისუფლებას უნდა ჩამოშორდეს, ბევრ შესაძლებლობას იძლევა რათა სხვადასვხა პოლიტიკურ პარტიასთან ვითანამშრომლოთ. რაც შეეხება "თავისუფალ დემოკრატებს", ჩვენ და ისინი- "თავისუფალი დემოკრატები" ვერასდროს ვერ შევთანხმდებით წარსულზე – ისინი ყოველთვის დაიწყებენ 9 წელზე ლაპარაკს, მე კი ყოვლთვის წამოვაძახებ იმ 2 წელს, რომელიც მათ ივანიშვილის მთავრობაში გაატარეს. ამიტომ აზრი იმას, რომ ჩვენ ახლა დავჯდეთ და ვილაპარაკოთ წარსულზე, აბსოლუტურად არ აქვს. ხალხს სჭირდება მომავლის პერსპექტივის განცდა. წარსულზე ილაპარაკონ ისტორიკოსებმა", - განაცხადა გიგი უგულავამ.

თბილისის ყოფილ მერთან ინტერვიუ გათავისუფლების შემდეგ, ხელახლა დაპატიმრებამდე არის ჩაწერილი.

იხილეთ ვიდეო

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."