ღარიბაშვილის ამერიკული ვოიაჟი, დღე II - რას აკეთებს პრემიერი გაეროს-ს სესიის ფარგლებში

ღარიბაშვილის ამერიკული ვოიაჟი, დღე II - რას აკეთებს პრემიერი გაეროს-ს სესიის ფარგლებში

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 70-ე სესიის ფარგლებში, ორმხრივ შეხვედრებს მართავს. როგორც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში აცხადებენ, მთავრობის მეთაური კონგრესმენ ელიოტ ენგელის შეხვდა. შეხვედრაზე კონგრესმენმა საქართველოს მთავრობის, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებისა და ევროპული მისწრაფებების მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დააფიქსირა.

დემოკრატი კონგრესმენი ელიოტ ენგელი ენერგიის და ვაჭრობის კომიტეტის წევრი, ასევე ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის წარმომადგენელია.

ამასთან, ნიუ იორკში გამოფენა-გაყიდვა Discover Georgia იმართება. Chelsea Market-ს საქართველოს პრემიერ–მინისტრი ეწვია.

გამოფენაზე, რომელიც Chelsea Market-ში სამი დღე გრძელდება, წარმოდგენილია სუვენირები, ხელნაკეთი ნივთები, ხალხური რეწვის ნიმუშები, თანამედროვე დიზაინერების პროდუქცია. დამთვალიერებელს შეუძლია გაეცნოს საქართველოს ისტორიას, დააგემოვნოს ადგილზე ქართული საკვები და ღვინო.

გამოფენა-გაყიდვა ქართული პროდუქციის პოპულარიზაციას, საექსპორტო პოტენციალის გაზრდას, მცირე და საშუალო ბიზნესის წახალისების კუთხით ქვეყნის სამეწარმეო გარემოს გაუმჯობესებას ემსახურება.

სტენდებზე წარმოდგენილი პროდუქცია დამთვალიერებლებსა და შეძენის მსურველებს საშუალებას აძლევს ახლოს გაეცნონ ქართულ კულტურულ და ისტორიულ შტრიხებს, რაც უცხოელი სტუმრების მხრიდან საქართველოსადმი სამომავლო ინტერესის გაღვივებასა და ქვეყნის ცნობადობის ამაღლებას შეუწყობს ხელს.

Chelsea Market-ს განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ დაფინანსებული სტუდენტებიც სტუმრობდნენ. ირაკლი ღარიბაშვილმა ახალგარზდები მოიკითხა და წარმატებები უსურვა.

ნახეთ, რა ხდებოდა ზუსტად 1 წლის წინ: "პუტინის მონა, მკვლელო" - ირაკლი ღარიბაშვილს ნიუ იორკში აქცია მოუწყვეს

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."