ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიის კანცლერს შეხვდა

ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიის კანცლერს შეხვდა

გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის კანცლერს ანგელა მერკელს შეხვდა.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კანცლერმა საქართველოს მთავრობის მეთაური მოიკითხა და წარმატება უსურვა.

მათივე ცნობით, ნიუ-იორკში ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი ღარიბაშვილი ეკვატორული გვინეის ვიცე-პრეზიდენტს თეოდორო ნგუემა ობიან მანუესს შეხვდა.

შეხვედრაზე განხილული იყო ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები.

შეხვედრას ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი გაეროში კახა იმნაძე დაესწრნენ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."