"ქართველმა ხალხმა სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმი ჩამოგვაშორებინა ხელისუფლებიდან" - კალაძე 1-ლი ოქტომბრის ისტორიულ მნიშვნელობაზე

"ქართველმა ხალხმა სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმი ჩამოგვაშორებინა ხელისუფლებიდან" - კალაძე 1-ლი ოქტომბრის ისტორიულ მნიშვნელობაზე

1 ოქტომბერი საქართველოს უახლოეს ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ განუცხადა. მისი თქმით, 2012 წლის 1 ოქტომბერი საქართველოს მოქალაქეებს, მომავალ თაობებს დაამახსოვრდებათ დღე, როდესაც ქართველმა ხალხმა გაიმარჯვა იმ სისხლიან რეჟიმზე, რომელსაც სააკაშვილი და მისი გუნდი წარმოადგენდა.

"ქართველმა ხალხმა გაიმარჯვა იმ ბოროტებაზე, რასაც ისინი ხალხის მიმართ ჩადიოდნენ. არ დავკონკრეტდები, თუ რა მდგომარეობაში ცხოვრობდა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა, რა მდგომარეობაში იყვნენ ჟურნალისტები და ა.შ. ძალიან მძიმე იყო ეს ყველაფერი, თუმცა ქართველმა ხალხმა ერთად დგომით შეძლო, რომ სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმი არჩევნების გზით ჩამოგვეშორებინა ხელისუფლებიდან", - განაცხადა კალაძემ.

რაც შეეხება დაპირებების შესრულებას, მისი თქმით, ამ 3 წლის განმავლობაში ბევრ რამ გაკეთდა. "განხორციელდა ბევრი მნიშვნელოვანი რეფორმა, ჯანდაცვის, განათლების, ენერგეტიკის და სხვადასხვა მიმართულებით, ეს ყველაფერი მოსახლეობაზე აისახება", - განაცხადა კალაძემ.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."