ირაკლი ღარიბაშვილი - საქართველო არის პატარა ქვეყანა, რომელსაც აქვს დიდი გული და კიდევ უფრო დიდი ოცნებები

ირაკლი ღარიბაშვილი - საქართველო არის პატარა ქვეყანა, რომელსაც აქვს დიდი გული და კიდევ უფრო დიდი ოცნებები

საქართველო არის პატარა ქვეყანა, რომელსაც აქვს დიდი გული და კიდევ უფრო დიდი ოცნებები, - ამ სიტყვებით დაიწყო გამოსვლა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროს გენერალური ასამბლეის 70-ე სესიაზე.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო დამაჯერებლად მიიწევს წინ სწორი მიმართულებით. "ჩვენი ხედვა ნათელია, ისევე, როგორც ჩვენი მომავალი", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებულ, მმართველობასთან დაკავშირებულ ანგარიშზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს ლიდერობა, რეიტინგის ექვსივე მაჩვენებელში მიღწეული ჯამური პროგრესით, ეამაყება.

მისივე თქმით, მსოფლიო ბანკის რეიტინგის თანახმად, 2012 წლის შემდეგ საქართველოს პოზიციები გაუმჯობესდა - 13 პუნქტით რეგულაციების ხარისხის კატეგორიაში; 16 პუნქტით - გამოხატვისა და ანგარიშვალდებულების კატეგორიაში; 19 პუნქტით - კანონის უზენაესობის კატეგორიაში; 22 პუნქტით - პოლიტიკური სტაბილურობისა და მმართველობის ეფექტიანობის კატეგორიაში; ხოლო 23 პუნქტით - კორუფციის კონტროლის კატეგორიაში.

"ეს მნიშნელოვანი წინსვლა ხაზს უსვამს ჩვენი მთავრობის ურყევ გადაწყვეტილებას, კანონის უზენაესობისა და მედიის თავისუფლების განმტკიცებასთან, თანამედროვე ეკონომიკის მშენებლობასა და ჩვენი ქვეყნის დამაჯერებელი წინსვლის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."