კახა კალაძე საკუთარ ცოლის ძმას ურჩევს, თანამდებობა დატოვოს

კახა კალაძე საკუთარ ცოლის ძმას ურჩევს, თანამდებობა დატოვოს

საქართველოს ვიცე პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე მის ცოლის ძმას, გიორგი არეშიძეს თანამდებობის დატოვებას ურჩევს. ამის შესახებ კალაძემ ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში განაცხადა.

"ეს პირველი შემთხვევა არ არის გიორგისთან დაკავშირებით, როდესაც ხდება გარკვეული პიარ კამპანის აგორება. ეს არც უკანასკნელი იქნება და არჩევნებს რაც უფრო მივუახლოვდებით, უფრო გამძაფრდება და წამოვა ასეთი სიბინძურეები. გიორგის, მე, როგორც მეგობარს, როგორც ახლო ადამიანს, მივცემდი რჩევას, თანამდებობა დაეტოვებინა. მე მის დანიშვნაში მონაწილეობა არ მიმიღია, მე ამის უფლება არ მქონდა. ამ რჩევას ვაძლევ როგორც მეგობარს. რას ვიზამთ, ასეთი ცუდი ნათესავი ჰყავს გიორგის", - აღნიშნა კალაძემ.

მისივე თქმით, გიორგი არეშიძის მიმართ კამპანია მის წინააღმდეგ არის მიმართული. "ეს არის მიზანმიმართული პიარ კამპანია კონკრეტულად ჩემს წინააღმდეგ და არა გიორგი არეშიძის წინააღმდეგ. მთელი ამ დროის განმავლობაში ვერაფერი მომინახეს ისეთი, რომ რამე აეგორებინათ. იყო საუბარი თითქოს რაღაც ბიზნესს ვფლობდი, თუმცა კონკრეტული ბიზნესი, რომელიც მე გამაჩნია, ეს ღიად მაქვს დაფიქსირებული", - აღნიშნა ვიცე პრემიერმა.

"სამოქალაქო მონიტორინგის ცენტრი" თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელის გიორგი არეშიძის უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გასაჯაროებას ითხოვს.

როგორც "სამოქალაქო მონიტორინგის ცენტრის" ხელმძღვანელმა გიორგი ხაბურზანიამ განაცხადა, გიორგი არეშიძეს თბილისის მერიის ვებგვერდზე მითითებული აქვს განათლების გრაფაში წმ. ნიკოლოზის სახელობის საერთაშორისო ურთიერთობების უნივერსიტეტი, რაც მისი თქმით, საქართველოში არ ფიქსირდება. გიორგი ხაბურზანიას თქმით, განათლების სამინისტროს ხარისხის მართვის ეროვნული ცენტრიდან გამოითხოვეს ინფორმაცია, თუმცა წმინდა ნიკოლოზის სახელობის საერთაშორისო ურთიერთობების უნივერსიტეტის არსებობა არც მათ დაადასტურეს.

იხილეთ ვიდეო

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."