ჩხუბი პარლამენტში: დეპუტატები დათო ლორთქიფანიძე და აკაკი მინაშვილი ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

ჩხუბი პარლამენტში: დეპუტატები დათო ლორთქიფანიძე და აკაკი მინაშვილი ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

პარლამენტში, პლენარული სხდომის გახსნამდე, დეპუტატები - დათო ლორთქიფანიძე და უმცირესობის წევრი აკაკი მინაშვილი ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. [იხილეთ ვიდეო]

დაპირისპირების მიზეზი გახდა პარლამენტის წინ მიმდინარე აქცია, რომელსაც "რუსთავი 2"-ის მხარდასაჭერად "თავისუფალი ზონის" და "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები მართავენ. დაპირისპირება სხდომათა დარბაზში მოხდა.

ლორთქიფანიძეს მანამდე აქციის მონაწილეები დაუპირისპირდნენ და მათი გაშველება პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციის თანამშრომლებს მოუხდათ. ამ წუთებში პარლამენტში ინციდენტი აღმოფხვრილია და რამდენიმე წუთში სხდომა გაიმართება.

"როცა კაცი ჯერ დასაფლავებული არ არის, შსს-ს გუშინდელი საქციელი ამაზრზენი იყო..." - ალეკო ელისაშვილი

"ძალადობისკენ მოწოდება მათ შორის, ეკლესიიდან არის დასაგმობი... ცალკეული მამაოების გამოთქმები ეკლესიაზე არ უნდა განვაზოგადოთ" - გახარია

"ეს ნარკომანების და კრიმინალების ბრბო ცდილობს ლექსოს სახელის სიკვდილის შემდეგ “გაშავებას” - მიხეილ სააკაშვილი