გიორგი არეშიძე თანამდებობის დატოვებას არ აპირებს

გიორგი არეშიძე თანამდებობის დატოვებას არ აპირებს

ჩემს მომავალ ხედვებსა და სტრატეგიაში თანამდებობის დატოვება არ ჯდება, - ამის შესახებ დღეს თბილისის საკრებულოში სხდომის დაწყებამდე განათლების, სპორტის და ახალგაზრდობის საქალაქო სამსახურის უფროსმა გიორგი არეშიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. გიორგი არეშიძემ კომენტარი გააკეთა დიპლომთან დაკავშირებით და მის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებზე. არეშიძის თქმით, მას გააჩნია განათლების დამადასტურებელი დიპლომი და სამართლებრივად უფლება აქვს დაიკავოს თანამდებობა. გიორგი არეშიძის განცხადებით, მან წმინდა ნიკოლოზის სახელობის საერთაშორისო უნივერსიტეტი დაამთავრა.

"თავის დროზე ჩავიხედე თვითმმართველობის შესახებ კანონში, რომლის შესაბამისადაც ვიმოქმედე და ავიღე ჩემს თავზე პასუხისმგებლობა. თუ ჩემი განათლების დამადასტურებელი საბუთი ვერ დააკმაყოფილებდა შესაბამის საკვალიფიკაციო მოთხოვნას, მე ამ თანამდებობაზე ვერ დავიწყებდი მუშაობას", - აღნიშნა გიორგი არეშიძემ.

მანვე კომენტარი გააკეთა ვიცე-პრემიერის, ენერგეტიკის მინისტრის კახი კალაძის განცხადებასთან დაკავშირებით, რომელმაც გიორგი არეშიძე თანამდებობის დატოვება ურჩია.

"ყოველთვის ვიზიარებ ღირსეული ადამიანის რეკომენდაციებს, თუმცა საკუთარ მომავალზე როგორც დამოუკიდებელი ადამიანი, თავად ვიღებ გადაწყვეტილებას ანალიზის საფუძველზე. ჩემს მომავალ ხედვებში და სტრატეგიაში თანამდებობის დატოვება არ ჯდება", - განაცხადა გიორგი არეშიძემ.

განათლების, სპორტის და ახალგაზრდობის საქალაქო სამსახურის უფროსის თქმით, მისი მისამართით გამოთქმული ყველა ბრალდება უსაფუძვლოა. არეშიძე აცხადებს, რომ კანონისა და საზოგადოების წინაშე მართალია და ნებისმიერი ფორმით დაამტკიცებს თავის სიმართლეს. ვიცე პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე მის ცოლის ძმას, გიორგი არეშიძეს თანამდებობის დატოვებას ურჩევს. ამის შესახებ კალაძემ ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში განაცხადა.

"ეს პირველი შემთხვევა არ არის გიორგისთან დაკავშირებით, როდესაც ხდება გარკვეული პიარ კამპანის აგორება. ეს არც უკანასკნელი იქნება და არჩევნებს რაც უფრო მივუახლოვდებით, უფრო გამძაფრდება და წამოვა ასეთი სიბინძურეები. გიორგის, მე, როგორც მეგობარს, როგორც ახლო ადამიანს, მივცემდი რჩევას, თანამდებობა დაეტოვებინა. მე მის დანიშვნაში მონაწილეობა არ მიმიღია, მე ამის უფლება არ მქონდა. ამ რჩევას ვაძლევ როგორც მეგობარს. რას ვიზამთ, ასეთი ცუდი ნათესავი ჰყავს გიორგის", - აღნიშნა კალაძემ.

მისივე თქმით, გიორგი არეშიძის მიმართ კამპანია მის წინააღმდეგ არის მიმართული.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."