პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადება მედიაში მიმდინარე პროცესებზე

პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადება მედიაში მიმდინარე პროცესებზე

საქართველოს პრეზიდენტმა ქართულ მედიაში მიმდინარე პროცესები შეაფასა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

"ბოლო დღეებში ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გამართულ მუშაობას შეექმნა პრობლემები. ეს ხდება მედიაში მიმდინარე პროცესების ფონზე, რომლის თაობაზეც დასმულ სერიოზულ კითხვებს ჯერაც არ გასცემია დამაჯერებელი პასუხები.

მოვუწოდებ ყველა მხარეს, ვისაც პირდაპირ ან ირიბად ეხება ეს საკითხები, გასცეს ნათელი პასუხები დასმულ კითხვებს და ახსოვდეს, რომ თავისუფალი მედია არის თანამედროვე ქართული სახელმწიფოს უზენაესი ღირებულება", _ განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."