აკავშირებს თუ არა ივანიშვილს ნათესაური კავშირი "ნარუშილოვკის" სკანდალის გმირთან - ექსპრემიერი ბოდიშს იხდის

აკავშირებს თუ არა ივანიშვილს ნათესაური კავშირი "ნარუშილოვკის" სკანდალის გმირთან - ექსპრემიერი ბოდიშს იხდის

"მიუხედავად იმისა, არის თუ არა ეს მოქალაქე ჩემი ნათესავი, საზოგადოებას კიდევ ერთხელ განვუმარტო ჩემი პოზიცია მსგავს მოვლენეთან დაკავშირებით", - ეს არის ფრაზა განცხადებიდან, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა "ნარუშილოვკების" სკანდალთან დაკავშირებით, ვიდეოს გამოქვეყნებიდან რამდენიმე დღის შემდეგ, დღეს გამოაქვეყნა. მოქალაქე ივანიშვილი შემქნილი უხერხულობის გამო საზოგადოებას ბოდიშს უხდის.

"გუშინ ტელევიზიით გავრცელდა ვიდეოკადრები, სადაც ჩანს მოქალაქე, რომელიც, ე.წ. "ნარუშილოვკის" პატრულისთვის ჩვენებით, ცდილობს, პასუხისმგებლობისთვის თავის არიდებას. რამდენადაც ვიცი, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება და იმედი მაქვს, რომ ყველა კანონდამრღვევი სათანადოდ დაისჯება, მაგრამ, მინდა ვისარგელო შემთხვევით, და, მიუხედავად იმისა, არის თუ არა ეს მოქალაქე ჩემი ნათესავი, საზოგადოებას კიდევ ერთხელ განვუმარტო ჩემი პოზიცია მსგავს მოვლენეთან დაკავშირებით", - აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის თქმით, მისთვის კატეგორიულად მიუღებელია ნებისმიერი უკანონო პროვილეგიების გამოყენება.

"ამგვარი რამ დაუშვებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში და უკიდურესად სამარცხვინო საქციელია, როგორც პრივილეგიის გამომყენებლის, ისე პრივილეგიის მიმნიჭებლის მხრიდან. მე ყოველთვის მკვეთრი ზღვარს ვავლებ ნათესაურ ურთიერთობებსა და იმ ვალდებულებებს შორის, რასაც სახელმწიფოს და საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობა გვაკისრებს და ამასვე მოვითხოვ სხვებისგანაც", - აცხადებს ივანიშვილი.

მისივე განმარტებით, ვინმეს ნათესაობა არ შეიძლება, რაიმე პრივილეგიას წარმოადგენდეს, ისევე როგორც, პრივილეგია არ შეიძლება იყოს ვინმეს ნათესავებთან მეგობრობა. თუ რომელიმე სახელმწიფო მოხელე, მლიქვნელობისა თუ რაიმე სხვა მიზეზით, კანონის გვერდის ავლას შეეცდება, საზოგადოებამ მას მკაცრად უნდა მოვთხოვოთ პასუხი.

განცხადების სრული ტექსტი

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."