"რას ელოდნენ, უნდა დამდგარიყო პრემიერი და პუტინი ეგინებინა?!"

"რას ელოდნენ, უნდა დამდგარიყო პრემიერი და პუტინი ეგინებინა?!"

ქვეყნის პოლიტიკურ-საზოგადოებრივი ცხოვრება გასულ კვირას განსაკუთრებულად გააქტიურდა. გაეროს ასამბლეის 70-ე სესიის მუშაობაში ორი ქართული დელეგაციის მონაწილეობით დაწყებული კვირა ევროსაბჭოს რეზოლუციით, "რუსთავი 2"-ის გარშემო კიდევ ერთი ხმაურიანი სასამართლო გადაწყვეტილებით გაგრძელდა და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ხმაურიანი არჩევნებით დასრულდა. ქვეყანაში მიმდინარე საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებს ექსპერტ არჩილ გამზარდიასთან ერთად ვაფასებთ.

- რეზონანსული გამოდგა "რუსთავი 2"-ის გარშემო განვითარებული პროცესების თქვენეული შეფასება. მაშინ, როდესაც ტელეკომპანიამ საკუთარ მხარდამჭერებს ფინანსური დახმარება სთხოვა და თანხის გადარიცხვისკენ მოუწოდა, ერთ-ერთ სოციალურ ქსელში დაწერეთ: "დღევანდელი "რუსთავი 2"-ის მხარდაჭერა ნიშნავს, ფული გადაურიცხო გირგვლიანის, რობაქიძის და სხვების მკვლელების "გაპრავებას", სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ საინფორმაციო პოლიტიკას, მედიის აბსოლუტურ პოლიტიზებას, ძველი ხელისუფლების დაბრუნების შესაძლებლობას და ა.შ." თუმცა, ზოგიერთი ანალიტიკოსი მომხდარს და სხვადასხვა ტელევიზიაში გადაცემების დახურვას ხსნის ხელისუფლების სურვილით, აკონტროლოს მედია...

- შესაძლოა, ბოლო ხანს ზოგიერთი გადაცემის დახურვის შემდეგ გაჩნდა ეჭვი, მართლაც ხომ არ ცდილობს ვინმე მედიაზე ზეწოლას, მაგრამ ამის მაგალითად "რუსთავი 2" არამც და არამც არ გამოდგება. მკაფიოდ გასამიჯნია ამ ტელეკომპანიასთან დაკავშირებული პროცესები და გადაცემების დახურვა. მოგეხსენებათ, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ უამრავმა ადამიანმა გამოთქვა პრეტენზია წინა ხელისუფლების დროს დაკარგული ქონების დაბრუნებაზე. სამართლიანობის აღდგენასთან ერთად, ხალხს ქონების დაბრუნებაც სურს. ორი წლის განმავლობაში სიტუაცია თითქმის უცვლელი იყო, ბოლო წელს ეს პროცესი გამოცოცხლდა, გაჩნდა რამდენიმე პრეცედენტი, როდესაც მოქალაქეებს დაუბრუნდათ წართმეული ქონება. ამგვარი სურვილი ჰქონდა ქიბარ ხალვაშსაც, რომელმაც გადაწყვიტა, სამართლებრივად იბრძოლოს. საფუძვლიანია მისი პრეტენზია თუ არა, ამას სასამართლო გადაწყვეტს, თუმცა, ხალვაშს ამ ბრძოლის უფლება აქვს. ეს ტელეკომპანია "ნაციონალური მოძრაობის" დროს იმდენჯერ გაყიდეს და გადააფორმ-გადმოაფორმეს, რომ საზოგადოებასაც აქვს მისი მფლობელების თაობაზე არაერთი კითხვა. ვიდრე ქონება სადავოა, უმრავლეს შემთხვევაში მას აყადაღებენ. ასე მოხდა ახლაც. ეს სამართლებრივი პროცესია, რომელსაც მოჰყვა ეს ისტერია "ნაციონალური მოძრაობისა" და ტელევიზიის მესვეურების მხრიდან, თუმცა, მე მათ ერთმანეთისგან ვერც ვასხვავებ. ვამბობთ "ნაციონალურ მოძრაობას", ვგულისხმობთ "რუსთავი 2"-ს და პირიქით...

მოკლედ, "რუსთავი 2"-ის ქონების განკარგვა, გაყიდვა, გასხვისება და ა.შ. დავის დასრულებამდე, კანონის თანახმად, შეუძლებელია, ამიტომაც გაუგებარია, რატომ გაუკვირდათ, სასამართლომ ამის უფლება რომ არ მისცა.

- თუმცა, იმ ადამიანთა დიდი ნაწილიც კი, ვინც მიიჩნევს, რომ "რუსთავი 2" ერთი კონკრეტული პარტის ტელევიზიად იქცა, ამბობს, რომ ამგვარი პრეცედენტები მედიათავისუფლებას უქმნის საფრთხეს...

- თავისუფალ მედიაზე ზეწოლის მაგალითები იყო ის, რაც ჩვენ გამოვიარეთ: როდესაც სპეცრაზმი შევიდა ტელეკომპანია "იბერიაში", დაარბიეს "იმედი", ტელეკომპანია "მზეს" ფარულად შეეცვალა მფლობელები და ა.შ. ზეწოლა იყო ისიც, რაც "რუსთავი 2"-ს დამართეს, როცა ერთი პარტიის ტელევიზიად აქციეს. ახლა "რუსთავი 2" მაუწყებლობს, მას ამაში ხელი არ ეშლება და ტყუილია გვარამიას განცხადება, დაგვხურესო. ეს ის გვარამიაა, რომელიც 2007 წელს "იმედის" ქონების დაყადაღებას ბუნებრივ მოვლენად მიიჩნევდა და ოპოზიციის ლიდერებს პირდაპირ ეთერში რუსეთის აგენტებად აცხადებდა... თუ ეს მაშინ ჩვეულებრივი პროცედურა იყო, დღეს მედიაზე ზეწოლა რატომ გახდა?!

- ერთია, რომ შესაძლოა, ხალვაშს სამართლებრივი ბრძოლის ლეგიტიმური საფუძველი აქვს, მაგრამ რატომ არ შეიძლება, ხელისუფლებამაც სცადოს ხალვაშის გამოყენება ოპონენტის ქმედითი ბერკეტის გასანეიტრალებლად?

- თეორიულად ამის დაშვება, რა თქმა უნდა, შეიძლება, თუმცა, ამაში ლოგიკას ვერ ვხედავ. ჩემი აზრით, "რუსთავი 2" ხელისუფლებისთვის პრობლემას არ წარმოადგენს. მიუხედავად ზოგიერთი გადაცემის პოპულარობისა, ეს ტელევიზია საინფორმაციო ველზე გავლენას ვერ ახდენს, მას არ ენდობიან.

იხილეთ გაგრძელება

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."