ფრთხილად! სიამაყე და სირცხვილი - (მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები)

ფრთხილად! სიამაყე და სირცხვილი - (მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები)

როდესაც "იმედში" შემოგვიცვივდნენ, ერთ-ერთ ეთერში ვთქვი, თუ სააკაშვილს არ უნდა, პუტინს დაემსგავსოს, მაშინ "იმედის" დახურვა არ უნდა დაუშვას, რადგან დღეს ხელისუფლებისგან არაკონტროლირებადი "იმედი" ერთადერთია, რაც მის რეჟიმს პუტინის რეჟიმისგან განასხვავებს, სხვა ყველაფერში უკვე დაემსგავსა­-მეთქი! გახსოვთ, პუტინმაც ნელ-ნელა დაიწყო ყველაფრის გაკონტროლება და ბოლოს ერთადერთი დამოუკიდებელი რუსული ფედერალური არხი ენ-ტე­-ვე მის მფლობელს, გუსინსკის წაართვა! სამწუხაროდ, სააკაშვილმაც ზუსტად იგივე გააკეთა. ამის მერე, ფაქტობრივად, ქართველი პუტინი გახდა.

დღეს ყველა ტელევიზია, მიუხედავად მისი ფინანსური შესაძლებლობებისა, უკვე ნაცი­ო­ნალური მაუწყებელია, ანუ მთელ ქვეყანას ფარავს, მაგრამ რეიტინგს, ყურებადობასაც ხომ აქვს მნიშვნელობა?! ყველა მაღ­ალი რეიტინგის მქონე ტელევიზიის ირგვლივ მეტისმეტად უსიამოვნო პროცესები განვითარდა, რამაც ეჭვები გააჩინა.­ ასეთ სიტუაციაში "რუსთავი 2"-ის თუნდაც ისეთი სახით არსებ­ობა, როგორითაც დღეს არსებობს, ამ ხელისუფლების დემოკრატიულობის გარანტიაა. თუ ამას "ოცნებაში" ვერ ხვდებიან, ცუდად ყოფილა მათი საქმე!

რა თქმა უნდა, "რუსთავი 2" ისეთივე თავისუფალი მედიაა, როგორც მე ვარ ჩინეთის იმპე­რატორი, მაგრამ ვისაც დღეს ეჭვი ეპარება, რომ ეს პოლიტიკ­ური პროცესია, ნამდვილად ბრმაა. ეს არის პოლიტიკური ბრძოლა პოლიტიკური გავლენის ქვეშ მყოფი ტელევიზიის ხელში ჩასაგდებად. "ქართული ოცნება"­ იბრძვის, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" ტელევ­იზია წაართვას. სულ ეს არის მთელი ამ საქმის ალია-ბალია, ხოლო ის, რომ ეს კერძო­ დავაა, ისეთივე მითია, როგორი­ მითიც გვარამიას განცხადება აღმოჩნდა, რომ "რუსთავი 2" არადოტა­ციური ტელევიზიაა და სარეკლამო შემოსავლებით ცხოვრობს!

ვინც ოდნავ მაინც აზროვ­ნებს, ხვდება, რომ ეს შეიძლება "ქართული ოცნებისთვის" სავალალოდ დამთავრდეს, რადგან თუნდაც ოპოზიცი­ური პარტიის გავლენის ქვეშ მყოფი ტელევიზია მაინც არის დემოკრატია, ხოლო ხელისუფ­ლების გავლენის ქვეშ მოქცეული მედია უკვე დიქტატურის ნიშანია!

სიამაყე და სირცხვილი

როგორი ამაყი ვიყავი პარ­ასკევს ღამით, როცა ჩვენი მორაგბეებისა და ახალი ზელანდი­ის გუნდის სარაგბო ომი დასრ­ულდა. დიახ, "ომი", რადგან სწო­რედ ეს სიტყვა უხდება იმას,­ რაც მოედანზე ხდებოდა. მართალია, ჩვენმა ბიჭებმა წააგეს­, მაგრამ წააგეს მსოფლიოს ნომერ პირველ გუნდთან, ამიტომ არავის მოუბრუნდება ენა მათ სასაყვედუროდ. ზელანდიის დო­ნეზე ასასვლელად ბევრი დრო გვჭირდება, ამიტომ რაც იმ დღეს ქართველმა მორაგბეებმა გააკეთეს, როცა ზელანდიას რიგ ეპიზოდებში ტოლ-სწორად ეთამაშნენ და ერთი ლელოც დაუდეს, გმირობის ტოლფასია და ყველა სიამაყით აგვავსო.

თუმცა, ეს განცდა დიდხანს არ გაგრძელებულა. სოციალურ ქსელში შევიხედე და რაგბის გარდა მეორე მთავარი თემა ფეხბურთის ფედერაციის არჩევნები იყო. უფრო სწორად, არჩე­ვნების წინაღამეს პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატის, რევაზ არველაძის მხარდამჭერი დელეგატის დაკავება. არველაძე­ ამ არჩევნებში ხელისუფლების ფავორიტ კანდიდატს, ლევან კობი­აშვილს დაუპირისპირდა. ჰოდა, იმის მომხრეს, ვინც ხელისუფლების კანდიდატს დაუპირისპირდა, არჩევნების წინაღამეს მოულოდნელად ნარკოტ­იკი აღმოუჩინეს და პოლიციაში გააქანეს. დაკავებულის ცოლი კი აცხადებდა, რომ მანამდე ხელისუფლების წარმომადგენლები მის მეუღლეს კობიაშვილის მხარდაჭერას სთხოვდნენ, ის კი არ დათანხმდა. ასეთ დროს რა უნდა იფიქრო? რა და, ის, რომ "ოცნება" ცდილობს, ყველანაირ, რბილად რომ ვთქვათ, არასწორ საქციელში "ნაციონალებს"­ მიჰბაძოს. თუ მიშა პუტინის მოსწავლე იყო, ესენი მიშას ღი­რსეული მოსწავლეები არიან.

(მერაბ მეტრველის კვირის ფიქრები)

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."