ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, აქცია ივანიშვილის რეზიდენციასთან კონკრეტული მოთხოვნით დაიგეგმა – პატიმრობიდან გათავისუფლდეს 2 ოქტომბერს, ქალაქ ქუთაისში, "რუსთავი 2"-ის მხარდამჭერ აქციაზე დაკავებული "თავისუფალი ზონისა" და "ნაციონალური მოძრაობის" 3 წევრი პატიმრობიდან, თუმცა რეზიდენციასთან ისმის სხვა მოწოდებებიც. აქციის მონაწილეები მოითხოვენ ბიძინა ივანიშვილისა და მისი გუნდის ხელისუფლებიდან წასვლას.

რეზიდენციასთან იმყოფებიან "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები, ასევე მათი მხრადამჭერები, "თავისუფალი ზონის" წევრები. ადგილზე მობილიზებულია პოლიციის რამდენიმე ათეული ეკიპაჟი. მათ აქციის მონაწილეებსა და რეზიდენციის შესასვლელს შორის სპეციალური კორიდორი აქვთ გაკეთებული.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."