"ნაციონალური მოძრაობა" 21:00 საათზე "საბრძოლო გეგმას" გამოაცხადებს

"ნაციონალური მოძრაობა" 21:00 საათზე "საბრძოლო გეგმას" გამოაცხადებს

"ნაციონალური მოძრაობის" წევრები 21:00 საათზე სამომავლო სამოქმედო გეგმას გაასაჯაროებენ. როგორც ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე პარტიის ლიდერებმა განაცხადეს, აღნიშნული სამოქმედო გეგმით "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ბიძინა ივანიშვილს დაუპირისპირდება. მათივე ინფორმაციით, ეს იქნება "საბრძოლო გეგმა".

რაც შეეხება საპროტესტო აქციას, ის ყოფილი პრემიერის რეზიდენციასთან გრძელდება. აქციაზე ცნობილი გახდა ის, რომ დაკავებული სამი პირი ადვოკატებმა მოინახულეს. მათი ინფორმაციით, დაკავებულები თავს მხნედ გრძნობენ.

საპროტესტო აქციაზე ივანიშვილის საწინააღმდეგო განცხადებების გარდა ისმის "რუსთავი 2"-ის მხარმდაჭერი განცხადებები.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."