"ნაციონალური მოძრაობა" საგანგებო განცხადებას ავრცელებს

"ნაციონალური მოძრაობა" საგანგებო განცხადებას ავრცელებს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მთავრობის გადაყენებისა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით პოლიტიკურ ძალებთან მოლაპარაკებებს იწყებს.

პარტიის ლიდერებმა შესაბამისი განცხადება ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან გამართულ აქციაზე გააკეთეს.

როგორც მათ განმარტეს, პოლიტიკურ ძალებთან აღნიშნულის თაობაზე მოლაპარაკებების პარალელურად, ისინი საპროტესტო აქციების გამართვასაც გეგმავენ.

"ჩვენ არ გამოვრიცხავთ არც ერთ პოლიტიკურ ძალას მოლაპარაკებების პროცესში", - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ.

პარტიის ლიდერების აღნიშნულ განცხადებას აქციის მონაწილეები ტაშით შეხვდნენ. განცხადების გაკეთების შემდეგ "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა აქციის მონაწილეებს დღევანდელი აქციის დასრულებისკენ მოუწოდეს.

ამ წუთებში აქციის მონაწილეები ივანიშვილის რეზიდენციის ტერიტორიას ტოვებენ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."