"მე შეგახსენებთ ყველაზე მძიმე ეტაპს, "იმედის" დახურვას..." - პრეზიდენტის პროგნოზები "არჩევანის" ეთერში

 "მე შეგახსენებთ ყველაზე მძიმე ეტაპს, "იმედის" დახურვას..." - პრეზიდენტის პროგნოზები "არჩევანის" ეთერში

ტელეკომპანია "რუსთავი2"-ის გადაცემა "არჩევანის" ეთერში, ქვეყნის პრეზიდენტმა "რუსთავი2"-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე გააკეთა კომენტარი.

"მაშინ როდესაც ისმებოდა კითხვითი ნიშნები თავისუფალი მედიის შესახებ, შევარდნაძის მართველობის დროს, ბევრი მაღალი თანამდებობის პირი შეეწირა. მე გაგახსენებთ უფრო მძიმე მძიმე ეტაპს, "იმედის" დახურვას..., მაშინ ამ პროცესმა შეიწირა ქვეყნის  ყველაზე დიდი ძალაუფლების მქონე პრეზიდენტის საპრეზიდენტო ვადა."

პრეზიდენტი ამბობს, რომ დღევანდელ სასამართლოს ენდობა და მას მოსწონს ის დინამიკა რაც ახლა ხდება. რაც შეეხება კონკრეტულ მოსამართლეებს, მარგველაშვილი აღნიშნავს, რომ კონკრეტულ მოსამართლეს ვერ შეაფასებს.

"მე მესმის თქვენი გულისტკივილი, მაგრამ კონკრეტულ მოსამართლეს ვერ შევაფასებ. მე კონკრეტულ საქმესთან მიმართებაში კომენტარს ვერ გავაკეთებ, რადგან დავა ეხება კომპანიის მეწილეებს. ეს დავა მიმდინარეობს სასამართლოში. თუმცა მოდით განვასხვავოთ. ერთია "რუსთავი 2"-ის საკუთრების საკითხები, რომელთან დაკავშირებით კომენტარს არ ვაკეთებ და მეორე არის "რუსთავი 2"-ის ფუნქციონირება. "რუსთავი 2", ისევე როგორც ნებისმიერი მედია, არ არის უბრალოდ ბიზნესკომპანია. მისი საქმიანობის მომხმარებელი საზოგადოებაა. შესაბამისად, მაღალი ინტერესი, რომ ტელეკომპანია მუშაობდეს საზოგადოებაში, შენარჩუნებულია. ყველა მოქალაქისთვის, განურჩევლად იმისა მოსწონს თუ არა რუსთავი 2-ის ტონი, ყველასთვის მნიშვნელოვანია, რომ მედიის დამოუკიდებლობა შენარჩუნებული იყოს. თუ ვინმეს ოდესმე გაუჩნდება მცდელობა, რომ მედია შეზღუდოს და თუ ვინმეს არ ახსოვს ისტორია, თუ ვინმე ვერ ხვდება, რომ მაუწყებელი პოლიტიკოსისთვის მთავარი მოედანია, მაშინ ისინი სერიოზულ შეცდომაში არიან. იმედია ასე არ ხდება. თუ ვინმე გამოუცდელობით ფიქრობს, რომ ამაში რაღაცა ტიპის ინტერესი შეიძლება ჰქონდეს, ის თავის თავის წინააღმდეგ თამაშობს", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."