"მივესალმე არა ფაქტს, რომ პრემიერი იქ გამოვიდა, არამედ მის პათოსს" - მარგველაშვილი ღარიბაშვილზე

"მივესალმე არა ფაქტს, რომ პრემიერი იქ გამოვიდა, არამედ მის პათოსს" - მარგველაშვილი ღარიბაშვილზე

პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა გადაცემა "არჩევანში" გაეროში პრემიერ მინისტრის სიტყვით გამოსვლასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ გაეროში სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობა საპრეზიდენტო დელეგაციას უნდა მისცემოდა.

"მე მივესალმე პრემიერის გამოსვლას და არა ფაქტს, რომ პრემიერი იქ გამოდიოდა. მე მიმაჩნია, რომ ყველა წესით და ყველა რიგით საპრეზიდენტო დელეგაციას უნდა მისცემოდა შესაძლებლობა, რომ გაეროსთვის მიემართა. მითუმეტეს, არ იყო კონკრეტული მოლაპარაკება, ეს იყო ქვეყნის წარმოჩენის შესაძლებლობა. თუმცა ვიყავი რა აშშ-ში, შევეცადე გამეძლიერებინა ქართული დელეგაცია. როდესაც დეგელაცია ცდილობს საქართველოს საკითხები წინ წაწიოს საერთაშორისო დღის წესრიგში, ეს ძალიან კარგი ნაბიჯია. ამიტომაც მივესალმე არა ფაქტს, რომ პრემიერი იქ გამოვიდა, არამედ მის პათოსს", - განაცხადა მარგველაშვილმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."