ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ მედიას თავისუფლად მუშაობის საშუალება მიეცეს - გიორგი კვირიკაშვილი

ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ მედიას თავისუფლად მუშაობის საშუალება მიეცეს - გიორგი კვირიკაშვილი

გეთანხმებით, რომ სტანდარტი უნდა იყოს ერთიანი, მაგრამ არ ვიცი, ეს სტანდარტი დარღვეულ იქნა თუ არა "რუსთავი 2"-ის მხარდამჭერ აქციაზე დაკავებულთა მიმართ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა იმ კითხვის საპასუხოდ განუცხადა, არის თუ არა ორმაგი სტანდარტის გამოვლინება, როდესაც "ქართული ოცნების" დეპუტატ დავით ლორთქიფანიძის შეურაცხყოფისთვის დაკავებულებს სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით ასამართლებენ, ხოლო საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატების ცემისთვის სასჯელი მხოლოდ ადმინისტრაციული კოდექსით იქნა გათვალისწინებული და 100 ლარს წარმოადგენდა.

"საერთოდ სჯობს, რომ ასეთი საკითხები იყოს ხოლმე ერთმანეთთან შესადარისი. სამწუხაროდ, არ ვიცი ყველა ინდივიდუალური შემთხვევა, რომელ შემთხვევაში რა გადაწყვეტილება იქნა მიღებული. მე გეთანხმებით ერთ რამეში, რომ უნდა იყოს ერთიანი სტანდარტი და ორმაგი სტანდარტი არ უნდა არსებობდეს. უბრალოდ არ ვიცი ამ შემთხვევაში რა კონკრეტული გარემოება იქნა სასამართლოს მხრიდან მიღებული მხედველობაში", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მან ხაზი გაუსვა მედიის თავისუფლების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ეს არის ერთ-ერთი უმთავრესი იმ უმაღლეს პრინციპთაგან, რომელიც საქართველოს მთავრობას გააჩნია და რომელიც ნებისმიერ მთავრობას უნდა გააჩნდეს. სხვა მხრივ კი "რუსთავი 2"-ის საკითხთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიზანშეწონილად არ მიიჩნევს, ვინაიდან სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

"მგონია, რომ მაქსიმალურად ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ მედიას თავისუფლად მუშაობის საშუალება მიეცეს", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."