პრემიერმა დავით ნარმანია დაიბარა?

პრემიერმა დავით ნარმანია დაიბარა?

ტელეკოპანია "მაესტროს" ინფორმაციით, მთავრობის კანცელარიაში დედაქალაქის მერს და ვიცე-მერს ელოდებიან.

გავრცელებული ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის მიზეზი მერიაში განვითარებული მოვლენები გახდა.

ინფორმაცია არ დასტურებენ მერიის პრეს-სამსახურში. უწყების განცხადებით  თბილისის მერი ამ დროისთვის საკუთარ სამუშაო კაბინეტში იმყოფება.

შეგახსენებთ, მერიაში რამდენიმე საკადრო ცვლილება განხორციელდა. დღეს თანამდებობა მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა გეგი ნიჟარაძემ დატოვა. რამდენიმე დღის წინ კი თანამდებობა დატოვეს კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ხელმძღვანელმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."