მერიაში და პრემიერის პრესსამსახურში უარყოფენ ინფორმაციას, თითქოს დავით ნარმანია პრემიერმა კანცელარიაში დაიბარა

მერიაში და პრემიერის პრესსამსახურში უარყოფენ ინფორმაციას, თითქოს დავით ნარმანია პრემიერმა კანცელარიაში დაიბარა

თბილისის მერიაში უარყოფენ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ დედაქალაქის მერი დავით ნარმანია და ვიცე მერი ლაშა აბაშიძე კანცელარიაში არიან დაბარებულები.

როგორც "ინტერპრესნიუსს" დედაქალაქის მერიაში განუცხადეს, ეს აბსოლუტურად მცდარი ინფორმაციაა და დღეს მერის და ვიცე მერის მისვლა კანცელარიაში არ იგეგმება. მერიაში აცხადებენ, რომ დავით ნარმანია მერიაში იმყოფება და განაგრძობს მუშაობას. აღნიშნულ ინფორმაციას უარყოფენ მთავრობის ადმინისტრაციაშიც.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ დავით ნარმანია და ლაშა აბაშიძე მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრმა დაიბარა და მათ ამ წუთებში ელოდებიან.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."