მერიაში ხვალ თბილისის მთავრობის სხდომა ჩაინიშნა

მერიაში ხვალ თბილისის მთავრობის სხდომა ჩაინიშნა

გავრცელებული ინფორმაციით, დედაქალაქის მერიაში ხვალ თბილისის მთავრობის სხდომა ჩაინიშნა. ტელეკომპანია "მაესტროს" ინფორმაციით, თბილისის მერი დავით ნარმანია დღეს , 21:00 საათზე მთავრობის კანცელარიაში დაიბარეს, თუმცა აღნიშნული ინფორმაცია ოფიციალურად ამ დრომდე არ დასტურდება.

ამასთან, გამორიცხული არაა, აღნიშნული შეხვედრა მთავრობის კანცელარიის ნაცვლად, "ქართული ოცნების" ოფისში გაიმართოს. შეხვედრის თემას სავარაუდოდ, მერიაში მიმდინარე პროცესები წარმოადგენს. დღეს თანამდებობა თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა გეგი ნიჟარაძემ დატოვა. არსებული ინფორმაციით, კი ხვალ თანამდებობას მერიის ჯანდაცვის სამსახურის უფროსი გელა ჩივიაშვილი დატოვებს. თუმცა, ოფიციალურად ჯერჯერობით არც ეს ინფორმაცია დასტურდება.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."