"ემიგრაციაში მყოფი ექსმაღალჩინოსნების გარკვეულ წრეში ბიძინა ივანიშვილის ფიზიკური ლიკვიდაციისთვის ემზადებიან"

"ემიგრაციაში მყოფი ექსმაღალჩინოსნების გარკვეულ წრეში ბიძინა ივანიშვილის ფიზიკური ლიკვიდაციისთვის ემზადებიან"

"დავუშვათ მართლა ეფ-ეს-ბე-დან მაქვს ინფორმაცია, ეს იმას ადასტურებს, რომ ის უტყუარია, რადგან ეფ-ეს-ბე-ს ძალიან სერიოზული ინფორმაციები აქვს".

"დემოკრატიული მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი ბათიაშვილის განცხადებით, ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილზე თავდასხმა იგეგმება.

- რატომ ფიქრობ ბატონ ირაკლი ასე და ვინ მოგაწოდათ ეს ინფორმაცია?

ირაკლი ბათიაშვილი:

- ეს ინფორმაცია ჯერ კიდევ სექტემბერში გავავრცელე, რადგან როგორც მოქალაქემ სავალდებულოდ მივიჩნიე ამ ამბის გახმაურება. საქმე შეეხება ძალიან მნიშვნელოვან საკითხს. ამ განცხადების გაკეთებიდან ძალიან მალე დამიკავშირდნენ უსაფრთხოების სამსახურის საგამოძიებო ორგანოები და ოფიციალურად დამკითხეს. რაზე ვისაუბრეთ და რა კითხვები იყო მათი მხრიდან, ამის გათქმის უფლება კანონიდან გამომდინარე არ მაქვს

- როგორ მოიპოვეთ ეს ინფორმაცია?

- ამაზე პასუხისაგან თავს შევიკავებ, თუმცა გეტყვით, რომ სანდო არხიდან, დაახლოებთ აგვისტოს მეორე ნახევარში მივიღე. ამ ინფორმაციის თანახმად, ყოფილი ხელისუფლების ემიგრაციაში მყოფი ექსმაღალჩინოსნების გარკვეული წრეში ბიძინა ივანიშვილის ფიზიკური ლიკვიდაციისთის ემზადებიან. ამავე წყაროს ინფორმაციით, (რასაც ყველაზე მეტად მივაქციე ყურადღება )- უკვე ჩამოსულია გარკვეული ჯგუფი, რომელიც სადაზვერვო და წინასწარი სამუშაოებს ჩაატარებს. ბუნებრივია, ჩნდება კითხვა - თუ ეს აგვისტოში ვიცოდი, სექტემბრამდე რატომ არ გავახმაურე? - ყველა ინფორმაციას (რომელსაც ამა თუ იმ წყაროდან ვიღებ, მათთან კი ურთიერთობა მას მერე მაქვს, რაც საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურის უფროსი ვიყავი) ნდობით ვერ მოვეკიდები, ინფორმაციის სანდოობაში დასარწმუნებლად საჭიროა მისი მრავალჯერად გადამოწმება, ამისთვის არსებობს სხვადსხვა მეთოდები. ამიტომაც ეს ინფორმაცია ბოლომდე ვერ დავიჯერე, თუმცა გადამოწმების არავითარი საშუალება არ მაქვს, მაგრამ ინფორმაციის მნიშვნელობიდან გამომდინარე, თავი ვალდებულებად ჩავთვალე (სხვათა შორის, კანონის მიხედვითაც ვალდებული ვიყავი) ეს ყველაფერი გამემჟღავნებინა.

- როგორ ფიქრობთ რატომ უნდათ ბიძინა ივანიშვილის ლიკვიდაცია?

- ჩემი აზრით, ეს ყველაფერი გათვლილია იმაზე, რომ თუკი რაღაც ძალებს საქართველოში სერიოზული დესტაბილიზაცია სურთ (რაც ნამდვილად არაა გამორიცხული), ბიძინა ივანიშვილის ფიზიკური ლიკვიდაციის შემთხვევაში დღევანდელი ხელისუფლების დამხობა, რომელიც ისედაც სუსტი და მყიფეა, გაცილებით იოლი იქნება.

იხილეთ გაგრძელება

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."