საგარეო უწყება საბერძნეთში დაკავებული მოქალაქეების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს

საგარეო უწყება საბერძნეთში დაკავებული მოქალაქეების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უკანასკნელ პერიოდში, საბერძნეთში არალეგალურად ყოფნისათვის დაკავებული საქართველოს მოქალაქეების მდგომარებისა და საელჩოს მიერ გაწეული სამუშაოს შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, 2015 წლის 6-7 ოქტომბერს, საქართველოს კონსული ქალაქ ათენში და საქართველოს პოლიციის ატაშე, მთელი დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ წინასწარი დაკავების იზოლატორში და სათითაოდ ესაუბრნენ საქართველოს დაკავებულ მოქალაქეებს;

მათივე ინფორმაციით, ბერძენ სამართალდამცავებთან შეთანხმდა დროში გაწერილი გეგმა, რომლის მიხედვითაც, მომდევნო დღეებში დაიწყება საქართველოს მოქალაქეებისათვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და გაცემა, მათ შორის დაპატიმრებული პირების საქართველოს საკონსულოში მოყვანის გზით;

სამინისტროს ინფორმაციით, ამჟამად, ქალაქ ათენში საქართველოს საელჩო, ბერძენ სამართალდამცავებთან მჭიდრო კომუნიკაციის გზით, დღის განმავლობაში რამდენჯერმე ამოწმებს დაკავებული მოქალაქეების მდგომარეობას და მათ მიმართ დაწყებული სამართალწარმოების პროცესის მონიტორინგს ახორციელებს;

ათენში საქართველოს კონსული და პოლიციის ატაშე პერიოდულად სტუმრობენ წინასწარი დაკავების იზოლატორს საქართველოს მოქალაქეთა მდგომარეობის ადგილზე შემოწმების მიზნით;

"სამწუხაროდ, დაკავებულ ქართველებთან დაკავშირებით, ზოგიერთი ადგილობრივი ქართველი უპასუხისმგებლოდ ავრცელებს დაუზუსტებელ ინფორმაციას, მათ შორის, თითქოს, დაკავებულები შიმშილობენ. ამ ეტაპზე, საქართველოს დაკავებული მოქალაქეები ჩვეულებრივ იღებენ საკვებს, არ საჭიროებენ სამედიცინო დახმარებას და არ აქვთ პრეტენზია წინასწარი დაკავების იზოლატორის ადმინისტრაციასთან", - აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

მათივე ინფორმაციით, 7-8 ოქტომბერს საბერძნეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ამომწურავი კომენტარი მისცა ტელეკომპანიებს: "იმედი", "საზოგადოებრივი მაუწყებელი", "მაესტრო". 7 ოქტომბერსვე ელჩმა განმარტებები მისცა სააგენტო "IPN"–ს, ხოლო 8 ოქტომბერს საქართველოს ელჩს ინტერვიუ ჩამოართვა საინფორმაციო სააგენტო ნეწს.გე-მ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."