იენს სტოლტენბერგი - საქართველო ასრულებს თავის დაპირებას და რეფორმების პროცესს განაგრძობს

იენს სტოლტენბერგი - საქართველო ასრულებს თავის დაპირებას და რეფორმების პროცესს განაგრძობს

ბრიუსელში, ნატო-ს შტაბბინაში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა 28+1 ფორმატით მიმდინარეობს. როგორც სხდომის გახნისას ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, საქართველო ასრულებს თავის დაპირებას და რეფორმების პროცესს განაგრძობს. მისი თქმით, ეს მნიშვნელოვანი სამუშაოა საქართველოს უსაფრთხოების გაძლიერებისთვის და საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის.

"საქართველო სუვერენული ქვეყანაა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მას აქვს უფლება განსაზღვროს საკუთარი მომავალი და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკუთრი მექანიზმები. ამასთან, რუსეთი დღესაც არღვევს საქართველოს საზღვრებს. ნატო მოუწოდებს რუსეთს, გააუქმოს საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება. საქართველო ნატო-ს ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორია და ჩვენ ვისწრაფვით ამ ურთიერთობის გაღრმავებისკენ", - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.

ნატო-საქართველოს კომისიის დასრულების შემდეგ ალიანსის გენერალური მდივნის პრესკონფერენცია გაიმართება.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."