სააკაშვილი ჰააგის სასამართლოს მიერ 2008 წლის ომის შესაძლო გამოძიების საკითხს ეხმაურება

სააკაშვილი ჰააგის სასამართლოს მიერ 2008 წლის ომის შესაძლო გამოძიების საკითხს ეხმაურება

რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომი შესაძლოა, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ გამოიძიოს. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ფეი8სბუქის პირად გვერდზე ეხმაურება.

მიხეილ სააკაშვლი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია პროკურორის ოფისს ქართულმა მხარემ სრულად მიაწოდოს მის ხელთ არსებული ინფორმაცია მათ შორის ეთნიკური წმენდის შესახებ.

"მივესალმები სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის ოფისის გადაწყვეტილებას, დაიწყოს 2008 წლის აგვისტოს ომის დროს საქართველოს ტერიტორიაზე ჩადენილი საერთაშორისო დანაშაულების გამოძიება. ჩვენმა ხელისუფლებამ 2008 აგვისტოშივე მიმართა პროკურორის ოფისს, მიაწოდა ინფორმაცია საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეში დარღვევის, მათ შორის, ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისა (ეთნიკური წმენდა) და ომის დანაშაულებების შესახებ. სამწუხაროდ რუსეთი არ ცნობს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციას და მთელი ამ დროის განმავლობაში ცდილობდა პოლიტიკური მიზნებისათვის გამოეყენებინა პროცედურები. მნიშვნელოვანია, რომ პროკურორის ოფისს ქართულმა მხარემ სრულად მიაწოდოს მის ხელთ არსებული ინფორმაცია მათ შორის ეთნიკური წმენდის შესახებ" - აღნიშნულია სააკაშვილის განცხადებაში.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."