"მეცოდება ნარმანია... წესიერი ბიჭი იყო, არ ვიცი რატომ ამჩატდა" - ალეკო ელისაშვილი

"მეცოდება ნარმანია... წესიერი ბიჭი იყო, არ ვიცი რატომ ამჩატდა" - ალეკო ელისაშვილი

გადაცემა "რეზიუმეს" სტუმრებმა თბილისის მერიაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე და საკადრო ცვლილებებზე ისაუბრეს. საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე ნაადრევად მიიჩნევს "ნაციონალური მოძრაობის" მოთხოვნის დაკმაყოფილებას დავით ნარმანიას გადადგომასთან დაკავშირებით.

"მეცოდება ნარმანია, ვერაფერს ვერ ადგამს თავს. გულწრფელად მეცოდება, ძალიან კარგი ბიჭი იყო, კვალიფიციური მინისტრი. არ ვიცი რატომ ამჩატდა, რატო ვერ უთხრა ბიძინა ივანიშვილს უარი, ან გაიპრანჭა როცა გაიგო და მოეწონა როცა სარკეში ჩაიხედავდა და დაინახავდა იქ საკუთარ თავს... არ ვიცი, ალბათ ამ ყველაფრის ერთობლიობამ გადააწყვეტინა.

დავით ნარმანია არ არის მორალურად და პოლიტიკურად მზად თბილისის მერობისთვის. თბილისის მერობა არის ქვეყანაში მეორე მნიშვნელოვანი თანამდებობა. საქართველოს ეკონომიკური აქტივობის 80 პროცენტი არის აქ. შესაბამისად, ამ ქალაქის ხელმძღვანელი უნდა იყოს ძალიან სერიოზული ადამიანი, რომელიც გაუძლებს დეველოპერების შემოსევას. მარტო ამათთან ჭიდილს სჭირდება ძალიან სერიოზული ნერვები და გავლენა.-არ იყო ამისთვის მზად დავით ნარმანია და ახლა არის საცოდავ დღეში ჩავარდნილი. მას არავინ არაფერს არ ეკითხება. ვისაც მიანდო ფინანსების მართვა თავით გადახტნენ კორუფციაში. აირ-დაირია ყველაფერი და ეს არ არი გუნდი, რომელიც დააკომპლექტა ნარმანიამ.

გჯერათ, რომ კალაძის ცოლის ძმა ნარმანიამ თვითონ დანიშნა?" - დასძინა ელისაშვილმა.

იხილეთ ვიდეო

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."