ვინ დატოვებს "ნაცმოძრაობას"? - პოლიტიკური გადაჯგუფების პროცესი გააქტიურდა

ვინ დატოვებს "ნაცმოძრაობას"? - პოლიტიკური გადაჯგუფების პროცესი გააქტიურდა

საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად პოლიტიკური გადაჯგუფების პროცესიც გააქტიურდა. კულუარებში­ ამბობენ, მალე "ნაციონალურ მოძრაობას" რამდენიმე დეპუტატი, მათ შორის, საპარლამენტო ოპოზიციის ფაქტ­ობრივი ლიდერი დავით ბაქრაძე­ დატოვებსო.

"ნაციონალებიდან" წამსვ­ლელთა სავარაუდო სიაში­ ვანის მაჟორიტარი დეპუტატი პა­ატა­ ლეჟავა, აბაშის მაჟორიტარი დავით დარცმელიძე და თერჯოლის მაჟორიტარი კახა ბუცხრიკიძეც სახელდებიან. ამასთან, ერთ-ერთი ვერსიით, "თავისუფალი დემოკრატები" შესაძლოა, ვიქტორ დოლიძემ დატოვოს. პარლამენტის ოპოზიციურ ფლანგზე არც იმას მალავენ, რომ ოქტომბრის ბოლოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგან­ოში ახალი ფრაქციაც გაჩნდება - დიდი ალბათობით, დასახელებ­უ­ლი დეპუტ­ატები ყოფილ თანაგუნდელებს: გოგა ხაჩიძეს, ზურაბ ჯაფარიძეს, გიორგი მელაძესა და პავლე კუბ­ლაშვილს შეუერთდებიან. თვის ბოლოს ახალი ფრაქციის შექმნას "კვირის პალიტრასთან" საუბრისას­ "ოთხეულის" ერთ-ერთი წევრი გოგა ხაჩიძეც ადასტურებს:

- ოქტომბრის ბოლოს პარტიის დარეგისტრირებას პარლამ­ენტში ახალი ფრაქციის შექმნასაც დავამთხვევთ. გვარებს ვერ დავასახელებ, თუმცა ფრაქციის შექმნაზე კოლეგებთან აქტიურად ვსა­უბრობთ. ამასთან, საარჩევნო კამპ­ანიისთვის დაფინანსებასაც ვეძებთ.

- ერთ-ერთი ვერსიით, პოლიტიკაში ახალ დასაყრდენს ბიზ­ნესმენი დავით იაკობაშვილიც ეძებს. ითანამშრომლებთ მათთან?

- თუ ფინანსებს ვალდებულებებიც არ მოჰყვება, ივანიშვილისგანაც და იაკობაშვილისგანაც ფულს სიამოვნებით ავიღებდი.

- და ვინ იხდის პოლიტიკაში­ ფულს ვალდებულებების გარეშე?

- ვგულისხმობ ვალდებულებ­ებს, რომლებიც ჩვენს ინტერესებს­ არ ეწინააღმდეგება. მართალია, "ნაციონალურ მოძრაობას" მოსახ­ლ­ეობის გარკვეული ნაწილი მხარს უჭერს, მაგრამ მათი სეგმენტი არ იზ­რდება. არც "ქართული ოცნ­ე­ბით" არის საზოგად­ო­ების უმრავლესობა კმაყოფილი. ამიტომ პო­ლიტი­კოსს იმდენი ინტუიცია უნდა გქო­ნდეს, რომ საზოგადო­ე­ბის განწყობა რეალურად შეაფასო.

"ნაციონალები" ხშირად ამბ­ობდნენ, ჩვენი კარი ყველასთვის ღიააო, თუმცა სხვები­სთვის მაინც ჩაკეტილი იყო.

ვიხვეწებოდი, პარტიას ცვლილებები სჭირდება-მეთქი. ერთ-ერთ აქც­ი­აზე­ ვანო მერაბიშვილმაც ანალოგიური განცხადება გააკეთა, თუმცა­ საბოლოოდ, პარტიის გასაახლებლად არაფერი გაკეთებულა. დღესაც არათანამიმდევრულად მოქმედებენ: ხან რიგგარეშე­ არჩევნებს­ ითხოვენ, ხან მერის გადადგომას,­ პარალელ­ურად საარჩ­ევნო ცვლილებებისთვის ხელმოწერებს აგროვე­ბენ. ვისურვებდი, ამ ხელ­ისუფლების ცვლილება­ დაჩქარდეს, თუმცა რიგგარეშე არჩევნები დღეს ტექნიკურად არ გვაწყობს.

"ნაცმოძრაობიდან"­ რამდენიმე­ დეპუტატის წასვლას არც დავით­ ბაქრაძე გამორიცხავს: - "ნაციო­ნალური მოძრაობ­იდან" პოლიტი­კოსების გადაბირე­ბაზე მოლაპარაკება დიდი ხნის წინ დაიწყო. აღმ­ოჩნდნენ ადამიან­ები, რომლებმაც­ ზეწოლასა და ცდუნებას­ ვერ გა­უძლეს. ხელ­ისუფლებას ოპო­ზ­ი­ც­ი­ისთვის დეპუტატების "გა­­მოსა­ცლელად" ბევრი მექანიზმი­ აქვს - პოლიტიკოსების­ ბიზნესის­ თვალსაზრისით მოტივირება, მუქარა... ღვინიაშვილმაც განაცხადა, ფრაქ­ციიდან გასვლის სანაცვლოდ ჩემს წინააღმდეგ და­წყებული გამოძიების დახურვა შემომთავაზესო. ამ ფონზე, უმცირესობიდან დეპუტატების გადინებას ვერ გამოვრიცხავთ, თუმცა, ყველ­აფრის მიუხედავად, 3 წლის განმავლობაში ბევრჯერ დავამტკიცეთ, რომ "ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში ქმედუნარიან ძალად რჩება.

იხილეთ გაგრძელება

"ეს მისი პოზიციაა, შესაძლებელია ცოტა ემოციურიც - დავილაპარაკებთ გუნდში" - ანრი ოხანაშვილი კახა კახიშვილზე

"ოპოზიციამ ბოდიში უნდა მოუხადოს თამარ ჟვანიას" - რას ამბობენ უმრავლესობის ლიდერები თამარ ჟვანიას შესაძლო გადადგომის შესახებ

"ბოიკოტს აზრი აღარ აქვს - "ნაცმოძრაობამ" საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობა უნდა მიიღოს" - პეტრე ცისკარიშვილი