"საქართველომ რუსეთს შეტევის საბაბი არ უნდა მისცეს" - რა სამხედრო მანევრები შეიძლება დაიწყოს რუსეთმა კავკასიაში?!

"საქართველომ რუსეთს შეტევის საბაბი არ უნდა მისცეს" - რა სამხედრო მანევრები შეიძლება დაიწყოს რუსეთმა კავკასიაში?!

"კვირის პალიტრა" უკვე წერდა სირიაში მოქმედი ალ - ქაიდას დაჯგუფების ლიდერის მუქარაზე. "თუ რუსი სამხედრო მოკლავს სირიის მოქალაქეებს, მოკალით მათი მოქალაქეები. და თუ ისინი დახოცავენ ჩვენ ჯარისკაცებს, დახოცეთ მათი. ერთი- ერთზე", - ასე მოუწოდა აბუ მუჰამედ ალ-ჯოლანიმ თავის მომხრეებს. ამას მოჰყვა "ისლამურმა სახელმწიფოს" განცხადება და რუსეთისა და აშშ-ს წინააღმდეგ ჯიჰადის გამოცხადება. ტერორისტული დაჯგუფების ლიდერის, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის პრესმდივანმა აბუ მუჰამად ალ-ადნანიმ გაავრცელა მიმართვა, სადაც მუსლიმებს მოუწოდებს, რუსი და ამერიკელი "ჯვაროსნების" წინააღმდეგ წმინდა ომი დაიწყონ.

ამის პარალელურად გავრცელდა ამერიკის ეროვნული უშიშროების საბჭოს რუსეთის პოლიტიკის ყოფილი დირექტორის და იეილის უნივერსიტეტის პროფესორის ტომას გრემის კომენტარი, რომელიც წერს, რომ რუსეთის ქმედებებმა შესაძლოა საფრთხე საქართველოსაც შეუქმნა. განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთიდან ახლო აღმოსავლეთისკენ სულ რამდენიმე გზა მიდის და ერთ-ერთი საქართველოზე გადის. საქართველოს მთავრობამ ეს სერიოზულ ფაქტორად უნდა აღიქვას არა მხოლოდ საკუთარი უსაფრთხოების გამო, არამედ იმიტომაც, რომ ამ თემაზე რუსეთი ლაპარაკობს. თბილისმა ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ სიტუაცია სრულად აკონტროლოს და საქართველოდან პოტენციური მებრძოლების გადინება აღკვეთოს. მისი თქმით, "ისლმაურ სახელმწიფოსთან" ბრძოლის მოტივით რუსეთი, სავარაუდოდ, კავკასიასი სამხედრო გადაადგილებებს დაიწყებს. რა საფრთხე შეიძლება დაემუქროს საქართველოს? - გვესაუბრება ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე:

- ზოგადად რუსეთიდან საფრთხე პერმანენტულად მომდინარეობს, თუმცა შექმნილი ვითარება მას, ბუნებრივია, ზრდის. თუ საქართველოში და ზოგადად სამხრეთ კავკასიაში სიტუაცია გართულდება, ეს იქნება სხვადასხვა ფაქტორებით განპირობებული. პირველი ფაქტორი არის ყარაბაღის სიტუაციის გამწვავება. მეორე, ეს არის საქართველოს მხრიდან ზედმეტი აქტიურობა, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიიდან სირიაში მებრძოლთა მასობრივი გადინება. გარდა ამისა შესაძლებელია სხვა ტიპის აქტივობაც იყოს, მაგალითად, ფართომასშტაბიანი ანტირუსული პროპაგანდა და ა. შ. ამის გამო რუსეთმა შეიძლება სამხეთ კავკასიაზე უფრო გააძლიეროს და გაამკაცროს კონტროლი. მას შეუძლია უფრო მეტი ტერიტორიები დაიკავოს, რათა საკვანძო მიმართულებები გადაკეტოს. რასაკვირველია ეს იქნება პლასტიკური ოკუპაცია, მაგრამ ამ დიდ კომპლიქტში ჩართული მოუცლელი დასავლეთისთვის ეს იქნება ძალიან მოულოდნელი ქმედება.

- როგორ უნდა მოიქცეს საქართველოს ხელისუფლება?

- ხელისუფლების დღევანდელი ქმედება გამართლებულად მიმაჩნია. ოპოზიცია კი უკიჟინებს მას რომ პრორუსულია, მაგრამ დღეს ხელისუფლება ცდილობს იყოს გაწონასწორებული - არც თავის პრინციპებს უღალატოს, მაგრამ ამავე დროს არც რუსეთის აგრესია გამოიწვიოს. ეს მოცემულ გეოპოლიტიკურ სიტუაციაში ყველაზე კარგი პოზიციაა, ხოლო რაც შეეხება ქვეყნის შიდა პოლიტიკას, ხელისუფლებამ არ უნდა დაუშვას შიდა არეულობა. უნდა შეზღუდოს ისლამისტური ფაქტორის აქტიურობა ყველა მხრიდან, არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება პანკისი, აჭარა, ქვემო ქართლი თუ თბილისი. საქართველოს ხელისუფლებამ არ უნდა მისცეს რუსეთს შეტევის საბაბი.

იხილეთ გაგრძელება

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."