გიგი უგულავა განცხადებას ავრცელებს

გიგი უგულავა განცხადებას ავრცელებს

პატიმრობაში მყოფი თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით განვითარებული მოვლენების შესახებ განცხადებას ავრცელებს.

როგორც უგულავა განცხადებაში აღნიშნავს, მედიისა და სიტყვის თავისუფლების გარეშე დავკარგავთ თავისუფალი, სამართლიანი არჩევნების გზით ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემის შესაძლებლობას.

"არ ვაპირებ სასამართლოს უსამართლობაზე საუბარს. ეს მოცემულობაა ოლიგარქ ივანიშვილის მიერ ქვეყნის პრივატიზაციის შემდეგ, მედიის სრული უზურპაცია. მედიისა და სიტყვის თავისუფლების გარეშე ჩვენ დავკარგავთ თავისუფალი, სამართლიანი არჩევნების გზით ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემის შესაძლებლობას. თავისუფლება ადამიანის ბუნებაა. ამიტომ საბოლოოდ თითოეულ მოქალაქეზე და მის აქტიურიურობაზე დადის – შევდგებით თუ არა თავისუფლების მოყვარულ ერად", - აცხადებს უგულავა.

დედაქალაქის ყოფილი მერი "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებსაც მიმართავს და მოუწოდებს, რომ მათ გულებში "ბოღმამ და შურისძიებამ" არ დაისადგუროს. გიგი უგულავა მიმართავს ბიძინა ივანიშვილსაც.

"ასეთ ვითარებაში უდიდესი როლი აკისრიათ პოლიტიკურ პარტიებს და განსაკუთრებით "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას", როგორც მთავარ პოლიტიკურ ძალას. მე ვარ ამ პარტიის ერთ–ერთი ლიდერი და მინდა მოგმართოთ ჩვენს მომხრეებს: თქვენ გარბევენ, შეურაცხყოფას გაყენებენ, გდევნიან, როგორც პირველი საუკინის ქრისტიანებს. თქვენ გაბრაზებული და აღშფოთებულები ხართ, მაგრამ არ მინდა მათ დავემსგავსოთ, ვინც გვარბევს. ბოღმამ და შურისძიებამ არ უნდა დაისადგუროს ჩვენს გულში. მხოლოდ ასე შევძლებთ მთელ საზოგადოებას ვაჩვენოთ მაგალითი, რომ წინ უნდა ვიყუროთ და ქვეყანა კრიზისს ავაცილოთ. სწორედ ლიდერს აქვს ეს პასუხისმგებლობა და თქვენ დღეს ხართ ლიდერი და უნდა იყოთ სიმშვიდის მაგალითი.

მინდა მივმართო ივანიშვილს: ჩვენ უკვე საკმარისზე მეტად ვატკინეთ ერთმანეთს, ახლა თქვენ ჩვენთან ბრძოლით მხოლოდ ქვეყანას აზიანებთ. ჩვენ ვდგავართ უფსკრულის წინაშე და ეს უფსკრული დღეს ჩვენ გვიყურებს თვალებში", - აღნიშნულია უგულავას განცხადებაში, რომელსაც "ნაციონალური მოძრაობა" ავრცელებს.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."