ირაკლი ღარიბაშვილსა და დეპუტატ ტარიელ ლონდარიძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა

ირაკლი ღარიბაშვილსა და დეპუტატ ტარიელ ლონდარიძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატ ტარიელ ლონდარიძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. მთვარობის ადმინისტრაციაში მთის განვითარების ეროვნული საბჭოს სხდომა იმართება.

ლონდარიძე საბჭოს წევრია და აცხადებდა, რომ დღის წესრიგთან დაკავშირებით გარკვეული კითხვა ჰქონდა. პრემიერ-მინისტრმა მას მიუთითა, რომ სახელმწიფო კომისიის სხდომაში "ქაოსისა და დაპირპისპირების" შეტანას ცდილობდა.

"თუ შემოხვედით იმისთვის, რომ დებოში ატეხოთ, დატოვეთ სხდომა. სახელმწიფო კომისიის სხდომაა და ნუ შემოგაქვთ ქაოსი და დაპირისპირება. დაელოდეთ და მოგცემთ სიტყვას. უფლება არ გაქვთ, ასე ისაუბროთ", - მიმართა პრემიერმა ლონდარიძეს, რის შემდეგაც მას სხდომა დატოვა.

ლონდარიძე მთის განვითარების ეროვნული საბჭოს წევრია. მასთან ერთად მთავრობის ადმინისტრაციაში "ნაციონალური მოძრაობიდან" გიორგი ვაშაძე და აკაკი ბობოხიძე იმყოფებოდნენ, თუმცა მათ სხდომაზე დასწრების უფლება არ მისცეს, რადგან აღნიშნული საბჭოს წევრები არ არიან.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."