"გაუკუღმართებული ქათმების პარტია" - "ნაციონალების" შეურაცხმყოფელი პლაკატები თბილისში

"გაუკუღმართებული ქათმების პარტია" - "ნაციონალების" შეურაცხმყოფელი პლაკატები თბილისში

ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე მიხეილ სააკაშვილის, გიგა ბოკერიას, თამარ ჩერგოლეიშვილის, გივი თარგამაძისა და გოკა გაბაშვილის შეურაცხმყოფელი პლაკატები გამოჩნდა.

ყველა პოსტერზე "ნაციონალური მოძრაობის" წევრების გარდა, ქათმები ფიგურირებენ.

პლაკატებზე არის წარწერები : "გაუკუღმართებული ქათმების პარტია", "მეფე ქათამთა შიშველია", "ქათმიორალური მოძრაობა", "ქათმების პარტია-ჭირი, რომელიც სამუდამოდ უნდა მოვიშოროთ!"

პლაკატები გამოკრულია ავტობუსების გაჩერებაზე, ილიაუნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ლიგამუსის ვერანდაზე და მიწისქვეშა გადასასვლელში.

მოვაჭრეები ამბობენ, რომ მათთვის უცნობია, ვინ გააკრა პლაკატები. ისინი ვარაუდობენ, რომ პოსტერები ღამე გააკრეს, რადგან დილით, 08:15 საათზე მისულებს პლაკატები უკვე კედელზე დახვდათ. გამვლელები და მოვაჭრეები ამბობენ, რომ აღნიშნული პლაკატები არ მოწონთ. პოსტერებზე ხალისობენ და ფოტოებს უღებენ ბავშვები.

"ჩინელების ჯგუფმა გაიარა, უყურებდნენ, ფოტოებს უღებდნენ და კვდებოდნენ სიცილით. მივედი და დავუშალე გადაღება, რადგან შემრცხვა. სირცხვილია ასეთი რაღაცის გამოჩენა. კიდევ, პატარა ბავშვები იცინიან, ბავშვებს ასეთი რაღაცეები არ უნდა აჩვენო", - განაცხადა მიწისქვეშა გადასასვლელში მდებარე ერთ-ერთი ობიექტის თანამშრომელმა.

პარტიის შეურაცხმყოფელი პლაკატები გააკრეს ბათუმში და ფოთში.

იხილეთ ვიდეო

ნატალია დადიანი

AMBEBI.GE

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."