თუ გაისვრიან, გაისროლონ" - უკრაინული საიტის მტკიცებით, სააკაშვილი-ბოკერია გადატრიალებას გეგმავენ

თუ გაისვრიან, გაისროლონ" - უკრაინული საიტის მტკიცებით, სააკაშვილი-ბოკერია გადატრიალებას გეგმავენ

უკრაინულ საიტზე uareview.in.ua გავრცელდა შოკისმომგვრელი აუდიო ჩანაწერი, რომლის ავთენტურეობაზე განცხადება ჯერ არ გაკეთებულა. აუდიო ჩანაწერში ისმის მიხეილ სააკაშვილის მსგავსი ხმა, რომელიც ეუბნება პიროვნებას, რომელსაც ნიკა გვარამიას მსგავსი ხმა აქვს, რომ "რუსთავი 2"-თან ბარიკადები აღმართონ და რევოლუცია მოაწყონ.

იმავე უკრაინული საიტის მტკიცებით, იმავე თემაზე საუბრობენ მიხეილ სააკაშვილი და გიგა ბოკერია და განიხილავენ "რუსთავი 2"-ის ტერიტორიაზე ბარიკადების აღმართვის შესაძლებლობასა და დაძაბულობის ინსპირირებას.

სააკაშვილი გვარამიას ეუბნება, რომ "იშოვონ ბოევიკები" და ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში სროლით დასრულდება.

რაც შეეხება სავარაუდოდ სააკაშვილ-ბოკერიას საუბარს, გავრცელებული აუდიომასალის მიხედვით, სააკაშვილი აქაც ბარიკადების მშენებლობაზე საუბრობს. ჩანაწერის თანახმად, სააკაშვილი დაინტერესდა უცხოელების რეაქციით, რაზეც ბოკერია პასუხობს, რომ დიდ განცხადებას აკეთებს სახელმწიფო დეპარტამენტი ამ თემაზე. სააკაშვილი ამბობს, რომ "რუსთავი2"-ის ჟურნალისტები დაბნეულები არიან, მაგრამ ისინი გვარამიამ უნდა გაამხნევოს.

ასევე იხილეთ: შოკისმომგვრელი ჩანაწერი: მიხეილ სააკაშვილი ნიკა გვარამიას რევოლუციისკენ მოუწოდებს?

იხილეთ ჩანაწერი

ყველა ინფორმაცია იხილეთ ტეგზე#სკანდალური აუდიო ჩანაწერი

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."