ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენი სამართალდამცავები გაანეიტრალებენ ყველას და ყველაფერს, რომელიც სახელმწიფოს წინააღმდეგ იქნება მიმართული

ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენი სამართალდამცავები გაანეიტრალებენ ყველას და ყველაფერს, რომელიც სახელმწიფოს წინააღმდეგ იქნება მიმართული

პირობას გაძლევთ, ჩვენი სამართალდამცავები აღკვეთენ ნებისმიერ შესაძლო პროვოკაციას და გაანეიტრალებენ ყველას და ყველაფერს, რომელიც სახელმწიფოს წინააღმდეგ იქნება მიმართული , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რითაც გუშინ გავრცელებულ აუდიოჩანაწერებს გამოეხმაურა. [იხილეთ ვიდეო]

მთავრობის მეთაურმა მოქალაქეებს მიმართა და მათ სიმშვიდისკენ მოუწოდა.

"მინდა, მივმართო ყველას, ჩვენს მოსახლეობას, შეინარჩუნეთ სიმშვიდე. ჩვენ ამაზე მაღლა უნდა დავდგეთ. მიუხედავად განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებებისა, ერთად უნდა დავდგეთ და არ დავუშვათ არეულობა. ამას სახელმწიფო არ დაუშვებს. მე პირობას გაძლევთ, რომ ჩვენი სამართალდამცავები გამოიძიებენ ამ საკითხს ბოლომდე, ნებისმიერ შესაძლო პროვოკაციას აღკვეთენ და გაანეიტრალებენ ყველას და ყველაფერს, რომელიც იქნება მიმართული ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ და მიიღებენ ყველა საჭირო ზომას ქვეყნის, ხალხის დასაცავად", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

რედაქცია| თემასთან დაკავშირებული ყველა სტატია ნახეთ თეგზე #სკანდალური აუდიო ჩანაწერი

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."