რამდენიმე წუთის წინ ფეისბუქის პირად გვერდზე, თავდაცვის მინისტრმა, თინა ხიდაშელმა გამოაქვეყნა ფოტო, სადაც ის "ქართული ოცნების" კანდიდატის ხმების დასაცავად საარჩევნო შტაბში მივიდა და ხმების დათვლაში უშუალოდ მონაწილეობს.
მინისტრის ამ ქმედებას აზრთა სხვადსხვაობა მოჰყვა სოციალურ ქსელში. ნაწილი თინა ხიდასელს კანონის დარღვევაში ადანაშაულებს, ნაწილი კი მიიჩნევს რომ ამ პროცესში კანონდარღვევა არაფერია.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საგარეჯოს 50 უბნიდან ამ დროისთვის 24 უბნის მონაცემები დათვალა.ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ხიდაშელს ხმა 3067-მა ამომრჩეველმა მისცა, რაც 47.78 %-ს შეადგენს.
მეორე ადგილზეა "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ირმა ინაშვილი, რომელიც 24 უბნის მონაცემებით, თამარ ხიდაშელს მხოლოდ 34 ხმით ჩამორჩება. ცესკოს ინფორმაციით, მას 3033 ამომრჩეველმა მისცა ხმა (47,25 %). შემდეგი პოზიციები კი ასე ნაწილდება: მიხეილ ანდღულაძე – 1,68 %, გიორგი დავითაია – 2.83 % და ზურაბ ჯორბენაძე – 0,45 %.
საგარეჯოში სულ 50 საარჩევნო უბანია.