ირაკლი ღარიბაშვილი პეტრო პოროშენკოს მიმართავს, სააკაშვილის სატელეფონო საუბრის ჩანაწერებით დაინტერესდეს

ირაკლი ღარიბაშვილი პეტრო პოროშენკოს მიმართავს, სააკაშვილის სატელეფონო საუბრის ჩანაწერებით დაინტერესდეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ოდესის გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილის სატელეფონო საუბრის ჩანაწერებთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს წერილი გაუგზავნა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, წერილში საქართველოს მთავრობის მეთაური შეშფოთებას გამოთქვამს იმის გამო, რომ მიხეილ სააკაშვილის სატელეფონო საუბარი საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს ყოფილ ხელმძღვანელთან და ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალურ დირექტორთან საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართულ განცხადებებსა და ანტისახელმწიფოებრივი, ძალადობრივი ქმედებებისკენ კონკრეტულ მოწოდებებს შეიცავს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მსგავსი ქმედებები საქართველოსა და უკრაინის მეგობრულ ურთიერთობებს არ შეეფერება. პრემიერი აღნიშნავს, რომ ამ მოწოდებებმა შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას საქართველოში უსაფრთხოებასა და სტაბილურობას და უკრაინის პრეზიდენტს აღნიშნული საკითხით დაინტერესების თხოვნით მიმართავს.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."