uarevo.in.ua-ზე მიხეილ სააკაშვილის ახალი სკანდალური ჩანაწერები ვრცელდება

uarevo.in.ua-ზე მიხეილ სააკაშვილის ახალი სკანდალური ჩანაწერები  ვრცელდება

uarevo.in.ua-ზე მიხეილ სააკაშვილის ახალი სკანდალური ჩანაწერები  ვრცელდება.

"ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი კვლავ მოხვდა პოლიტიკური სკანდალის ცენტრში. ადრე იგი საკუთარი ტელევიზიის ჟურნალისტებს სისხლიანი ბრძოლის ორგანიზებისთვის ბოევიკების დაქირავებისკენ მოუწოდებდა. ახლა კი მისი კონტროლის ქვეშ არსებული მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს სპეცრაზმის წევრების "დავერბოვკებას" და უარესისკენ მზაობას სთხოვს.

მაგალითისთის, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის დირექტორთან ნიკოლოზ გვარამიასთან საუბრის დროს, სააკაშვილი უკმაყოფილოა, რომ ყველა ჟურნალისტი არ არის ანთებული სისხლიანი რევოლუციის მოწყობის სურვილით. ამავდროულად, იგი იმუქრება იმ ჟურნალისტების სამსახურის გარეშე დატოვებით, რომლებიც მას არ ეთანხმებიან. პასუხად ნიკოლოზ გვარამია, ტელეკომპანიის დირექტორი აიმედებს სააკაშვილს, რომ იგი მარტივად "დაამუშავებს" ზემოთ ნახსენებ ჟურნალისტებს.

საინტერესოა, რომ სააკაშვილი მის მიერ კონტროლირებადი ჟურნალისტების გამოყენებას გეგმავს არა მხოლოდ მისი იდეების პროპაგანდის მიზნით, არამედ როგორც არმიისა ღია შეტაკებებისთვის. სოფო ნიჟარაძესთან საუბარში სააკაშვილი თავს იწონებს იმ ფაქტით, რომ მალე თბილისში ისევ დაიღვრება სისხლი და ამ სისხლისღვრის დროს ისეთი არასაბრძოლო ჟურნალისტი, როგორიც ნოდარ მელაძეა, ნამდვილ სამხედრო მეთაურად გადაიქცევა", - წერია საიტზე.

იხილეთ| მიხეილ სააკაშვილისა და სოფო ნიჟარაძის საუბრის ფარული ჩანაწერი გავრცელდა

იხილეთ ვიდეო

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."