რა საფრთხე ელით "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტებს სააკაშვილისგან და ვინ უზრუნველყოფს გვარამიას სპეცრაზმელებით

რა საფრთხე ელით "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტებს სააკაშვილისგან და ვინ უზრუნველყოფს გვარამიას სპეცრაზმელებით

უკრაინულმა საიტმა uarevo.in.ua სავარაუდოდ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის და "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას მორიგი სატელეფონო ჩანაწერი გაავრცელა.

ჩანაწერის მიხედვით, სააკაშვილი ნიკა გვარამიას ეუბნება, რომ ჟურნალისტთა კოლექტივთან "წაიმუშავოს". წინააღმდეგ შემთხვევაში, სააკაშვილის თქმით, "ყველას დედას უტირებენ".

აუდიოჩანაწერის შესახებ ამ დრომდე არავის გაუკეთებია კომენტარი. დადასტურებული არ არის ჩანაწერების ავთენტურობა.

მიხეილ სააკაშვილი: ნიკუშ, ველაპარაკე კეზერას, რო გელაპარა. კი, მე ვიზიარებ რომ, არ გვინდა შეშინება ჟურნალისტების კოლექტივის... ერთადერთი წაიმუშავე ყველასთან სათითაოდ... მაგათ აუხსენი, ყველას გაყრიან სათითაოდ.

ნიკა გვარამია: არა, მაგათ ავუხსნი. ერთადერთი, თემური რომ დავიბარო, ჯანაშია და ვთხოვო აქ დაცვის ორგანიზება, იმიტომ, რომ მე არ მაქვს ექსპერტიზა, თემური ხომ შეძლებს, ხომ არ არის პრობლემა?..

მიხეილ სააკაშვილი: თემური პრობლემა არ არის, მაგრამ ყველაზე სწორია, მანდ ვინც ყოფილი სპეცრაზმელები არიან და იციან როგორ...

ნიკა გვარამია: თემურის ხალხი ხომ არის ჩემთან, ყველა ჩემი დაცვა ეგენი არიან...

მიხეილ სააკაშვილი: ხო, მარა ეგენი დაცვის თანამშრომლები არიან, მაგათ სპეცრაზმისგან დაცვა არ იციან.

ნიკა გვარამია: ეს სპეცრაზმელები საიდან მოვიყვანო, ნაცებს ვთხოვო, რომ დამაკავშირონ?

მიხეილ სააკაშვილი: გივი იცნობს ყველას.... და მაგათ, ყველას განუმარტე, რომ ყველას დედას უტირებენ, გაყრიან. ტუილა გონია ვინმეს, რომ რაღაც...

ნიკა გვარამია: OK, შენ თემურის მიწერე...

ასევე იხილეთ| მიხეილ სააკაშვილისა და სოფო ნიჟარაძის საუბრის ფარული ჩანაწერი გავრცელდა

ვიდეო

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."