დავით ბაქრაძე და გიორგი კანდელაკი ევროკავშირში ითხოვდნენ, რომ საქართველომ არ მიიღოს უვიზო მიმოსვლა - პრემიერი

დავით ბაქრაძე და გიორგი კანდელაკი ევროკავშირში ითხოვდნენ, რომ საქართველომ არ მიიღოს უვიზო მიმოსვლა - პრემიერი

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობის" წევრები, დავით ბაქრაძე და გიორგი კანდელაკი ევროკავშირში ითხოვენ, საქართველოს ვიზალიბერალიზაცია არ მისცენ. შესაბამისი განცხადება პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გააკეთა და "ნაციონალური მოძრაობა" ქართული სახელმწიფოსა და ხალხის მტრობაში დაადანაშაულა.

ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია მინისტრებს თავად ევროკავშირში მიაწოდეს.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრები დავით ბაქრაძე და გიორგი კანდელაკი ბრიუსელში, ევროკავშირში, ევროპარლამენტში ითხოვდნენ, რომ საქართველომ არ მიიღოს უვიზო მიმოსვლა. ჩემს მინისტრებს დაუდასტურეს, გაოცებულები ვართო. მათ პირდაპირ უთხრეს, კი მაგრამ თქვენ არ ხართ საქართველოს მოქალაქეები? - მაგრამ მათ უთქვამთ, რომ ამ მთავრობის პირობებში არ არის სასურველი საქართველომ მიიღოს უვიზო მიმოსვლა. ამას რა უნდა დავარქვა, თუ არა მტრობა ჩვენი ხალხის და ქვეყნის. ეს ისე, ინფორმაციისთვის", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."