ბერნარდ კუშნერი - ძალიან ნუ იჩქარებთ, ევროკავშირი ჯერ თვითონ უნდა შეიცვალოს

ბერნარდ კუშნერი - ძალიან ნუ იჩქარებთ, ევროკავშირი ჯერ თვითონ უნდა შეიცვალოს

თქვენ, რა თქმა უნდა, გაქვთ რაღაც შანსი, მაგრამ ძალიან ნუ იჩქარებთ, ევროკავშირი ჯერ თვითონ უნდა შეიცვალოს, - ამის შესახებ ქართველ ჟურნალისტებს საფრანგეთის ყოფილმა საგარო საქმეთა მინისტრმა ბერნარდ კუშნერმა საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე საუბრისას განაცხადა.

"შეხედეთ, ჩვენ ყველამ, 28 ქვეყანამ ერთად, ვერ შევძელით საერთო პასუხი გაგვეცა იმ ლტოლვილებისთვის, რომლებიც ჩვენთან მოვიდნენ. ჩემი რჩევა იქნება, რა თქმა უნდა, რომ თქვენ თავად მოამზადოთ საკუთარი თავი საქართველოში და შემდეგ ვნახოთ. მთავარია, თქვენ მზად იყოთ ამისთვის. ჩვენ, რა თქმა უნდა, ცოტა ვჩქარობთ, ეს აუცილებელიცაა, მაგრამ როდესაც სირთულეებს ვაწყდებით, საერთო პასუხების მოძებნა საკმაოდ რთულია. ეს არის დიდი მანქანა, რომელიც 28 ქვეყნისგან შედგება. ჩვენ, რა თქმა უნდა, მივესალმებით თქვენს მობრძანებას ევროკავშირში, ჯერ გარკვეული დროის განმავლობაში კანდიდატის რანგში და შემდეგ, ნაბიჯ-ნაბიჯ, რა თქმა უნდა, გახდებით ევროკავშირის წევრი", - განაცხადა ბერნარდ კუშნერმა.

ბერნარდ კუშნერი საქართველოს დღეს, გლობალური ალიანსის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის რანგში ეწვია.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."