რუსეთის საგარეო უწყება აბაშიძე-კარასინის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

რუსეთის საგარეო უწყება აბაშიძე-კარასინის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

რუსეთი და საქართველო იმედოვნებენ ტრანსასაზღვრო ურთიერთობის ნორმალიზებას და აცხადებენ, რომ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა უმნიშვნელოდ შემცირდა არასასურველი მაკროეკონომიკური კონიუნქტურის პირობებში. "ტასის" ცნობით, ამის შესახებ პრაღაში, გრიგორი კარასინისა და ზურაბ აბაშიძის შეხვედრის შედეგებთან დაკავშირებით რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს.

"გაგრძელდა დიალოგი კონკრეტულ საკითხებზე საქართველო-რუსეთის კავშირების შესახებ იმ მიმართულებებით, რომლებშიც დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში შესაძლებელია პროგრესის მიღწევა - ეკონომიკის, ვაჭრობის, ტრანსპორტისა და ჰუმანიტარული თანამშრომლობის საკითხებში. სიამოვნებით აღინიშნა, რომ მიუხედავად არასასურველი მაკროეკონომიკური კონიუნქტურისა, ურთიერთსაქონელბრუნვის მოცულობის შემცირება უმნიშვნელო აღმოჩნდა", - ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

მათივე ცნობით, ამ მიმართულებით პოზიტიური როლი ითამაშა საქართველოს პრაგმატულმა განწყობამ რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზების შესახებ და რუსეთის მიერ დაცვითი ზომების გამოუყენებლობამ საქართველოს მიერ ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობისა და ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერასთან დაკავშირებით.

სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის მონაწილეებმა ასევე აღნიშნეს სატვირთო და სამგზავრო ავტომანქანების გადაზიდვების დინამიკური ზრდის შესახებ და გამოთქვეს იმედი, რომ "ტრანსსასაზღვრო მიმოსვლის ნორმალიზება მოხერხდება პროფილური უწყებების მიერ მანამდე ხელმოწერილი გადაწყვეტილებების მიხედვით საკონტროლო გამშვები პუნქტის "ზემო ლარსი - ყაზბეგის" სადღეღამისო რეჟიმზე გადასვლასთან დაკავშირებით.

უწყების ინფორმაციით, დამტკიცდა ჟენევის დისკუსიების მნიშვნელობა როგორც მნიშვნელოვანი ფაქტორისა სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის საკითხში.

"მიუხედავად არსებული განსხვავებებისა პრინციპულ პოლიტიკურ პრობლემებთან მიდგომებში, პრაღის შეხვედრების საქმიანი ატმოსფერო საშუალებას იძლევა წარმატებულად და ურთიერთსასარგებლოდ გადაწყდეს პრაქტიკული საკითხები ორმხრივ უერთიერთობებში", - აღნიშნულია განცხადებაში.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."