კახა კალაძის კომენტარი "გაზპრომის" ხელმძღვანელთან შეხვედრის თარიღის შესახებ

კახა კალაძის კომენტარი "გაზპრომის" ხელმძღვანელთან შეხვედრის თარიღის შესახებ

ენერგეტიკის მინისტრის, ვიცე-პრემიერის, კახა კალაძის განცხადებით, "გაზპრომის" ხელმძღვანელთან სამომავლო შეხვედრის თარიღი ჯერჯერობით ცნობილი არ არის. ამის შესახებ კახა კალაძემ ჟურნალისტებს "გაზპრომთან" დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ განუცხადა.

"რაც შეეხება მოლაპარაკებებს, ჯერ არ არის გადაწყვეტილი, თუ როდის იქნება სამომავლო შეხვედრა. თუმცა, როცა თარიღი ცნობილი გახდება, თქვენც გეცოდინებათ და საზოგადოებასაც", - განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება აქციას, რომელიც ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის სახლთან გაიმართა "გაზპრომის" წინააღმდეგ, კახა კალაძემ აღნიშნა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" გარკვეულ დაჯგუფებას კანონის ფარგლებში პროტესტის გამოხატვის უფლება აქვს.

"ეს არის "ნაციონალური მოძრაობის" გარკვეული დაჯგუფება, მათ აქვთ ამის უფლება. ჩვენ ვცხოვრობთ თავისუფალ, დემოკრატიულ საქართველოში, დღეს უკვე განსხვავებული აზრის მქონე ადამიანები ქვეყანაში არ იდევნებიან. შესაბამისად, მათ აქვთ პროტესტის გამოხატვის უფლება კანონიერ ფარგლებსა და ჩარჩოებში, რა თქმა უნდა", - განაცხადა კახა კალაძემ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."