თბილისის საკრებულომ მერიას 2016 წლის ბიუჯეტის პროექტი შესწორებებით დაუბრუნა

თბილისის საკრებულომ მერიას 2016 წლის ბიუჯეტის პროექტი შესწორებებით დაუბრუნა

თბილისის საკრებულომ 2016 წლის ბიუჯეტის პროექტი მერიას შესწორებებით უკან დაუბრუნა. თბილისის საკრებულოს გუშინდელ სხდომაზე საკრებულოს დეპუტატებმა ბიუჯეტის პროექტს შესწორებებით მერიისთვის დაბრუნების საკითხს კენჭი უყარეს. სხდომაზე ეს საკითხი, თბილისის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ჯაბა სამუშიამ წარადგინა.

ჯაბა სამუშიას თქმით, 810 მილიონი ლარის მოცულობის ბიუჯეტის პროექტი მოქალაქეების ინტერესებს გამოხატავს, იგი საკრებულოს ფრაქციებსა და კომისიებში განხილეს და მათი დასკვნები შენიშვნების სახით თან ერთვის ბიუჯეტის პროექტს. ჯაბა სამუშიამ სხდომაზე აღნიშნა, რომ საფინანსო-საბიუჯეტო კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია რეკომენდაციებით ბიუჯეტის პროექტი დაბრუნდეს მერიაში, რათა შემდგომ განახლებული, 10 დეკემბრამდე დასამტკიცებლად ისევ საკრებულოში დაბრუნდეს.

ამ საკითხს სხდომაზე 35 მომხრე ჰყავდა, არც ერთი მოწინააღმდეგე და თავი არავის შეუკავებია.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."