ირაკლი ღარიბაშვილი - საქართველოსთვის მნიშვნელოვანი გამოცდილება გახლავთ გაეროს ნაწილად ყოფნა

ირაკლი ღარიბაშვილი - საქართველოსთვის მნიშვნელოვანი გამოცდილება გახლავთ გაეროს ნაწილად ყოფნა

საქართველოსთვის მნიშვნელოვანი გამოცდილება გახლავთ გაეროს ნაწილად ყოფნა და დიდი სიამოვნებით გავითვალისწინებთ თქვენს რეკომენდაციებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გაეროსთან თანამშრომლობის დოკუმენტის ხელმოწერის ღონისძიებაზე განაცხადა.

პრემიერი ხელმოწერამდე მიწვეულ სტუმრებსა და გაეროს მუდმივ კოორდინატორს საქართველოში ნილ სკოტს მიესალმა და თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

"ჩემთვის მნიშვნელოვანია ამ დარბაზში დასწრება. ამავდროულად დასწრება ცერემონიაზე, სადაც აღინიშნება გაეროს 70 წლის იუბილე. ამ თვალსაზრისით, მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო გაეროს გუნდს და განსაკუთრებით თქვენ, ბატონო ნილ სკოტ, იმისთვის, რომ აქტიურად მონაწილეობთ საქართველოს განვითარების საქმეში. საქართველოსთვის მნიშვნელოვანი გამოცდილება გახლავთ გაეროს ნაწილად ყოფნა და დიდი სიამოვნებით გავითვალისწინებთ თქვენს რეკომენდაციებს. დღეს ჩვენ ხელმოწერით ვადასტურებთ ამბიციურ გადაწყვეტილებას, რომელიც თავისთავად გულისხმობს გაეროსთან თანამშრომლობას", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ის ძირითადი მიზანი, რომელიც აქვს ამ გეგმას. "ეს გახლავთ საქართველოს ყველაზე უფრო მოწყვლადი ჯგუფებისა და კონფლიქტით დაზარალებული ადამიანების მდგომარეობის გაუმჯობესება", - აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."