სალომე ზურაბიშვილის მწვავე ბრალდებები პაატა ბურჭულაძეს: "რატომ არავის უკვირს ამ "ბანის" სიჩუმე მთელი 9 წელი"

სალომე ზურაბიშვილის მწვავე ბრალდებები პაატა ბურჭულაძეს: "რატომ არავის უკვირს ამ "ბანის" სიჩუმე მთელი 9 წელი"

პაატა ბურჭულაძის შესაძლო პოლიტიკური ვნებები საზოგადოების ერთ ნაწილს ბევრ კითხვას უჩენს. ზოგიერი ბეჭდური გამოცემა უკვე აქვეყნებს სტატიებსაც, რომელშიც ბურჭულაძის "ნაციონალურ მოძრაობასთან" კავშირზე მიუთითებს. მაგალითად, გაზეთი "პრაიმ-ტაიმი" წერს, რომ პაატა ბურჭულაძე აგვისტოში საქართველოს ექსპრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს გასაიდუმლოებულ ვითარებაში შეხვდა.

კითხვები აქვს და უნდობლობას უცხადებს ბურჭულაძეს პოლიტიკოსი სალომე ზურაბიშვილიც, რომელიც მოსაზრებას "ფეისბუქზე" აქვეყნებს.

"რატომ არ მიკვირს, რომ მაჭავარიანის ძმა ახალ დაარსებულ ფონდის გენმდივნად ყავს აყვანილი?

ან რატომ არავის უკვირს ამ "ბანის" სიჩუმე მთელი 9 წელი წინა ხელისუფლების მმართველობის დროს (თუმცა დღევანდელი ხელისუფლების კრიტიკის უფლება აქვს და უნდა ჰქონდეს) ...

ნუთუ ასეთ გამაყრუებელ სიჩუმეს რამე კავშირი ჰქონდა იმასთან, რომ ამ 9 წლის მანძილზე მისი ფონდი "იავნანა" სარგებლობდა იმდროინდელ ხელისუფლების სრული "კარტე- ბლანშით"? მეტიც, იავნანას ჰქონდა მიღებული მონოპოლია: აეროპორტში იდგა მხოლოდ "იავნანას" ყუთები, სადაც წამსვლელ მგზავრებს შეეძლოთ მათ ხელთ შერჩენილი ლარების შეწირვა "იავნანასთვის"... იმ დროს, როცა არც ერთი ბიზნესი ხელისუფლების წნეხისგან დაცული არ იყო, რა კავშირი ჰქონდა ამ ფონდს ხელისუფლებასთთან ?.. უცხოეთიდან შემოსული ფულის გათეთრებისა, თუ სწორედ სხვა და სხვა ბიზნესებზე დაკისრულ გადასახადის გადმორიცხვის ფორმა? ხომ საინტერესო კითხვაა...", - წერს ზურაბიშილი.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."