ედგარს რინკევიჩსი - ძლიერი პოლიტიკური სიგნალები უნდა დავაგზავნოთ მსოფლიოში, რომ არ მოხდეს აფხაზეთის და ე.წ.სამხრეთ ოსეთის აღიარება

ედგარს რინკევიჩსი - ძლიერი პოლიტიკური სიგნალები უნდა დავაგზავნოთ მსოფლიოში, რომ არ მოხდეს აფხაზეთის და ე.წ.სამხრეთ ოსეთის აღიარება

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ედგარს რინკევიჩსი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერას ადასტურებს. ამის შესახებ რინკევიჩსმა ქართველ კოლეგა გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ისაუბრა იმაზეც, რომ გაემგზავრება საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელებში.

"დღეს მე ჩავალ სადემარკაციო ხაზზე და ვნახავ თუ რა ხდება ადგილზე. ძლიერი პოლიტიკური სიგნალები უნდა დავაგზავნოთ მსოფლიოში, რომ არ მოხდეს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარება, როგორც დამოუკიდებელი ქვეყნების, რაც იქნება უხეში დარღვევა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის", - განაცხადა ედგარს რინკევიჩსმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა კოლეგას მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ გეგმავს ადმინისტრაციული გამყოფი ხაზი მოინახულოს.

"ეს პრობლემა, რომელიც ჩვენ გვაქვს, ჩვენი მეგობრებისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა. ჩვენ ვისაუბრეთ საქართველოს სტარტეგიაზე ამ მიმართულებით, ასევე იმ პროგრამებზე რომელსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს ქართველებსა და აფხაზებს, ქართველებსა და ოსებს შორის ნდობის აღდგენის კუთხით. გვქონდა სრული გაგება იმ მიმართულებით, რომ ეს პროგრამები არის ძალიან მნიშვნელოვანი", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."