დავით ნარმანიას პირველი კომენტარი სკვერზე, რომელიც საფლავს მიამსგავსეს

დავით ნარმანიას პირველი კომენტარი სკვერზე, რომელიც საფლავს მიამსგავსეს

დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ პირველი კომენტარი გააკეთა ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე სკვერზე, რომელიც საფლავს მიამსგავსეს.

დავით ნარმანია ამბობს, რომ მოსახლეობა დაუცველი ტერიტორიების შემოღობვას ითხოვს. მისი თქმით, აღნიშნული პროექტიც შემოსული განცხადების საფუძველზე გაკეთდა.

დედაქალაქის მერი არ აკონკრეტებს, თავად მოსწონს თუ არა სკვერი, რომელიც საფლავს მიამსგავსეს, თუმცა ნარმანია დარწმუნებულია, რომ სკვერი მოსწონთ მათ, ვინც შემოღობვა მოითხოვა.

"ჩემთვის ყველაზე მთავარია გავაკეთოთ საქმე, რასაც საზოგადოება ითხოვს. სწორედ მოსახლეობის მოთხოვნა იყო, თუ რაღაცა ტეროტორიაზე ვინმეს რაიმე გასაკეთებელი, ან ვინმეს რაიმე მოთხოვნა ჰქონდა, ამაზე ადეკვატურად გვეპასუხა. ჩვენით არ გაგვიკეთებია. მოსახლეობა ითხოვდა და დღესაც ითხოვს, რომ ცალკეული, დაუცველი ტერიტორიები შემოვღობოთ და შესაბამისი პროექტები გავაკეთოთ. ესეც იგივე პროექტი იყო, რომელიც თბილისის მერიის მხრიდან შესაბამისი შემოსული განცხადებების საფუძველზე გაკეთდა. დარწმუნებული ვარ, რომ მოსწონთ იმ ადამიანებს, რომლებმაც მოითხოვეს. თუ ვინმეს რამე არ მოეწონება, მზად ვართ შევასწოროთ ეს ყველაფერი", - განაცხადა დავით ნარმანიამ.

თბილისში, ვაჟა-ფშაველას 9 ნომერში ახალი სკვერი შენდება. ერთი ჩვეულებრივი სკვერი ინტერნეტმომხმარებლებში დიდი მითქმა-მოთქმის საგნად იქცა. მწვანე რკინის ღობით შემოსაზღვრული პატარა ბუჩქები, როგორც ჩანს, მნახველში საფლავის ასოციაციას იწვევს. შესაბამისი კომენტარები მოჰყვა სკვერის ფოტოს გავრცელებას "ფეისბუქის" გვერდზე: "კაკაჩიას აკლდამა"; "ქოცები" უკვე საფლავებს იზომავენ?"; "ამ სიმახინჯეში ეტყობა კარგი ფული მოტეხეს, საშინელებაა, მართლა საფლავებს ჰგავს"; "მაგას თავი კოკში გონია და შემოღობა, საქონელმა არ გადაჭამოსო"; "ოცნების სასაფლაო... მე ასე დავარქმევდი ნარმანიას კრეატივს", - წერენ "ფეისბუქზე" ინტერნეტმომხმარებლები.

იხილეთ ვიდეო

ნატალია დადიანი

AMBEBI.GE

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."