ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის წლიური შემოსავალი 160 ათასი ლარია

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის წლიური შემოსავალი 160 ათასი ლარია

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ ირინა მილორავამ ქონებრივი დეკლარაცია 2015 წლის 26 ოქტომბერს შეავსო. დეკლარაციის მიხედვით, მილორავა თბილისში ფლობს ორ - 72 კვ.მ ბინას ვაჟა ფშაველას პროსპექტზე და 135 კვ.მ ბინას თამარაშვილის ქუჩაზე.

როგორც დეკლარაციიდან ირკვევა, მილორავა დეიდასთან, სოფიო გაიხარაშვილთან ერთად ცხოვრობს, რომელიც არანაირ უძრავ-მოძრავ ქონებას არ ფლობს. არც მილორავა და არც მისი ოჯახის სხვა წევრი არ ფლობენ ფასიან ქაღალდებს, სამეწარმეო წილებს.

დეკლარაციის შევსების დროს, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის "საქართველოს ბანკის" სახელფასო ანგარიშზე 80. 61, ხოლო "თიბისი ბანკის" ანგარიშზე 6576.89 ლარი ირიცხებოდა.

მილორავას მიერ სამუშაოს შესრულებით მიღებული შემოსავალი, წინა წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, 159 812.86 ლარს შეადგენს.

იხილეთ ვრცლად

”გურია ნიუსი”

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები