"ქალბატონო, ბაზარში არ ვართ" - კომიტეტის სხდომაზე ირაკლი შოთაძის მოსმენის დროს ქალი შეიჭრა

"ქალბატონო, ბაზარში არ ვართ" - კომიტეტის სხდომაზე ირაკლი შოთაძის მოსმენის დროს ქალი შეიჭრა

პარლამენტში კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, სადაც დეპუტატები პროკურორობის კანდიდატ ირაკლი შოთაძეს უსმენენ, მოქალაქე თამარ ხაჭაპურიძე ხმაურით შევიდა.

[იხილეთ ვიდეო]

ხაჭაპურიძე დილიდან შოთაძესთან შეხვედრას და კომიტეტის სხდომაზე დასწრებას ითხოვდა. მან დეპუტატ ანი მიროტაძესაც მიმართა აღნიშნული თხოვნით. თუმცა როგორც ხაჭაპურიძემ აღნიშნა, მიროტაძემ მას ყურადღება არ მიაქცია.

კომიტეტის სხდომაზე ხაჭაპურიძის შესვლას ხმაური მოჰყვა. იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძემ ხაჭაპურიძეს სიწყნარისკენ მოუწოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კომიტეტის სხდომას დაატოვებინებდნენ.

სხდომა ამ დროისთვის ჩვეულებრივ რეჟიმში მიმდინარეობს.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."