საქართველოს ახალი მთავარი პროკურორი ჰყავს: რა ვიცით შოთაძის პროფესიული წარსულის შესახებ

საქართველოს ახალი მთავარი პროკურორი ჰყავს: რა ვიცით შოთაძის პროფესიული წარსულის შესახებ

ამ თემაზე| გახმაურებული საქმეები და სკანდალური ბრალდებები, რომლებიც ირაკლი შოთაძეს უკავშირდებოდა

საქართველოს პარლამენტმა მთავარი პროკურორის პოსტზე ირაკლი შოთაძე დაამტკიცა. ფარული კენჭისყრისას შოთაძის კანდიდატურას 82-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ხმა მის წინააღმდეგ 15-მა მისცა.

საპარლამენტო უმრავლესობამ შოთაძეს სრული ნდობა და მხარდაჭერა გამოუცხადა. "ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა ძირითადად ყურადღება წინა ხელისუფლების პერიოდთან დაკავშირებულ დანაშაულებზე გაამახვილეს და სამართლიანობის აღდგენის პროცესის დაჩქარებაზე ისაუბრეს.

საპარლამენტო უმცირესობა კი დარწმუნებულია, რომ შოთაძის მთავარ პროკურორად დამტკიცებით პროკურატურის სისტემაში რეალურად არაფერი იცვლება და, წინა მთავარი პროკურორების ანალოგიურად, შოთაძეც პოლიტიკური დავალებების შემსრულებელი იქნება.

ირაკლი შოთაძეს დღეს პლენარული სხდომის ფორმატში არ უსაუბრია და არც კითხვებისთვის გაუცია პასუხი. მთავრობის საპარლამენტო მდივნის, შალვა თადუმაძის მიერ მთავარი პროკურორის კანდიდატის წარდგენის შემდეგ, პოზიციები მხოლოდ დეპუტატებმა გამოხატეს, რის შემდეგაც კენჭისყრა ჩატარდა.

ახალმა მთავარმა პროკურორმა გიორგი ბადაშვილი შეცვალა და თანამდებობა 6-წლიანი ვადით დაიკავა.

გთავაზობთ ინფორმაციას ირაკლი შოთაძის პროფესიული წარსულის შესახებ:

დაიბადა 1983 წელს.

2005 წელს დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

2013 წლის 21 ნოემბრიდან იკავებდა საქართველოს მთავარი პროკურორის პირველი მოადგილის პოსტს.

ირაკლი შოთაძემ საქართველოს პროკურატურაში კარიერა დაიწყო 2006 წლის მარტიდან და 2010 წლის სექტემბრამდე შრომით საქმიანობას ეწეოდა შემდეგ თანამდებობებზე:

07.03.2006 - 03.04.2006 წწ. საქართველოს გენერალური პროკურატურის საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტის სპეციალისტად;

03.04.2006 - 02.06.2006 წწ. საქართველოს გენერალური პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურებში, საგარეო დაზვერვის სპეციალურ სამსახურში, თავდაცვისა და იუსტიციის სამინისტროებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და სასჯელის მოხდის კანონიერებაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის სტაჟიორად;

02.06.2006 - 04.10.2006 წწ. საქართველოს გენერალური პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურებში, საგარეო დაზვერვის სპეციალურ სამსახურში, თავდაცვისა და იუსტიციის სამინისტროებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის სტაჟიორად;

04.10.2006 – 28.07.2009 წწ. ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორად;

28.07.2009 - 10.09.2010 წწ. საქართველოს მთავარი პროკურატურის ფინანსთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაზე სისხლის სამართლებრივი დევნის დეპარტამენტის ფინანსთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველოს პროკურორად.

2010 წლის სექტემბრის თვეში მან კარიერა განაგრძო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში და 2013 წლის 21 ნოემბრამდე მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობაზე, კერძოდ:

10.09.2010 – 05.11.2012 წწ. საგამოძიებო დეპარტამენტის თბილისის მთავარი

სამმართველოს უფროსის მოადგილედ;

05.11.2012 – 14.06.2013 წწ. საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ;

14.06.2013 – 21.11.2013 წწ. საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსად.

ირაკლი შოთაძეს გავლილი აქვს არაერთი ტრენინგი, მათ შორის: სასამართლო უნარ- ჩვევების, სამართლებრივი წერის, სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის, ფინანსური დანაშაულების გამოძიების კუთხით.

ფლობს რუსულ, ინგლისურ და გერმანულ ენებს.

ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი

გამოგვყევით, რომ არ გამოტოვოთ პოლიტიკის ყველაზე მნიშვნელოვანი ამბები.

გამოიწერეთ პოლიტიკური სიახლეები და იხილეთ ის თქვენს Newsfeed-ში.

AMBEBI.GE/პოლიტიკა

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."