კაცი არჩეულია და 6 წელი მას ვერავინ შეეხება - ბიძინა ივანიშვილი ირაკლი შოთაძის შესახებ

კაცი არჩეულია და 6 წელი მას ვერავინ შეეხება - ბიძინა ივანიშვილი ირაკლი შოთაძის შესახებ

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მთავარი პროკურორის პოსტზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურას იწონებს. როგორც ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, მთავარი ამ პროცესში ის არის, რომ ირაკლი შოთაძე არჩეულია და მას 6 წელი ვერავინ შეეხება, თუ თვითონვე არ დაარღვია კანონი.

"რა თქმა უნდა, უნიკალური და უმწიკვლო ვერავინ იქნება. მე ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი კანდიდატურა იყო ბატონი შოთაძის სახით. მთავარი არ არის აქ პიროვნება. მთავარია ის, რომ ჩვენ რეფორმებს ვატარებთ. მთავარი არ არის ისიც, რასაც ძალიან აკრიტიკებდნენ - როგორი წესით აირჩია პროკურორი, თუმცა ამას მნიშვნელობა აქვს და დიდი მნიშვნელობა აქვს. აკრიტიკებდნენ იმასაც, რომ ასეთი წესით არ უნდა არჩეულიყო. ამ პროცესში მთავარია ის, რომ ის კაცი არჩეულია და 6 წელი მას ვერავინ შეეხება, თუ რა თქმა უნდა, მან თითონვე არ დაარღვია კანონი. ეს იყო მთავარი ამ პროცესში", - განაცხადა ივანიშვილმა.

ყოფილი პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ საქართველოში სწორი პროცესები ვითარდება.

"მე ვფიქრობ, რომ პროცესები საერთოდ, რაც საქართველოში მიდის და მათ რიცხვში, რაც მოხდა, არის ძალიან სწორი, მიზამიმართული და სწორი გზა ევროპისკენ სწორედ ეს გახლავთ", - განაცხადა ივანიშვილმა.

საქართველოს პარლამენტმა გუშინ მთავარი პროკურორის პოსტზე ირაკლი შოთაძე დაამტკიცა. ფარული კენჭისყრისას შოთაძის კანდიდატურას 82 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ხმა მის წინააღმდეგ 15-მა მისცა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."